From Wikipedia, the free encyclopedia
იუსუფ კარში (დ. 23 დეკემბერი, 1908 — გ. 13 ივლისი, 2002) — სომეხი-კანადელი ფოტოგრაფი, რომელიც ცნობილი გახდა ცნობილი ადამიანების პორტრეტების გადაღებით. მიჩნეულია როგორც, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პორტრეტების ფოტოგრაფი.
იუსუფ კარში | |
---|---|
დაიბადა | 23 დეკემბერი, 1908 მარდინი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 13 ივლისი, 2002 (93 წლის) ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | სომეხი, კანადელი |
საქმიანობა | ფოტოგრაფი |
სომეხთა გენოციდის შემდეგ, კარში კანადაში იმიგრირდა. 1930-იანი წლებისათვის უკვე დიდი ფოტოგრაფის სახელი ჰქონდა ოტავაში, სადაც მან ახალგაზრდობის უმეტესი დრო გაატარა, თუმცა სამუშაოდ ხშირად მოგზაურობდა. უინსტონ ჩერჩილის 1941 წელს გადაღებული ფოტოს შემდეგ, მან გადაიღო მრავალი პოლიტიკური ლიდერის, მეცნიერი და ხელოვანი ქალებისა და კაცების ფოტოები. კარშის 20-ზე მეტი ფოტო გამოჩნდა ჟურნალ Life-ის გარეკანზე, პენსიაზე გავიდა 1993 წელს.
იუსუფ კარში დაიბადა სომეხი მშობლების ვაჭარი ამსიჰ კარშის (1872–1962), და ბაია ნაკაშის (1883–1958) ოჯახში, 1908 წლის 23 დეკემბერს, მარდინში, დიარბაქირის ვილაიეთში, ოსმალეთის იმპერიაში. [1] [2] მას ჰყავდა ორი ძმა: ჯამილი და მალაკი; ეს უკანასკნელი ასევე ფოტოგრაფი იყო. [3] მისი გაუნათლებელი მამა ბევრს მოგზაურობდა ავეჯის, ხალიჩების, სანელებლების სავაჭროდ, ხოლო დედამისი განათლებული ქალი იყო, რაც მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა, იგი ძალიან ნაკითხი იყო, განსაკუთრებით თავის საყვარელ ბიბლიაში.
ქალაქის სომხური მოსახლეობა ძირითადად არაბულენოვანი იყო. გაიზარდა სომხების გენოციდის დროს, რომლის დროსაც მისი ოჯახის ნაწილი მოკლეს. ”იმ დღეების მოგონებები შეიცავს სისხლისა და სილამაზის, დევნის და მშვიდობის უცნაურ ნაზავს”, - დაწერა მან მოგვიანებით. კარში და მისი ოჯახი გაიქცნენ ლტოლვილთა ბანაკში ალეპოში, სირიაში, 1922 წელს, ერთთვიანი მოგზაურობით ქურთულ ქარავანთან ერთად . ჟურნალმა ეკონომისტმა აღნიშნა, რომ მას თავი სომეხად მიაჩნდა და, ვართან გრიგორიანის აზრით, მას კანადელობაც და სომეხობაც ერთნაირად ეამაყებოდა. [4]
კარში ოჯახმა კანადაში გაგზავნა. [5] ის ბეირუთდან გემით ჰალიფაქსში, ახალ შოტლანდიაში, 1923 წლის 31 დეკემბერს ჩავიდა. საცხოვრებლად მაშინვე გადავიდა შერბრუკში, კვებეკში, რათა ეცხოვრა ბიძასთან, ჯორჯ ნაკაშიანთან ერთად, რომელიც ასევე პორტრეტების ფოტოგრაფი იყო. იგი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა შერბრუკის საშუალო სკოლაში. კანადაში მისვლისას მან ცოტა ფრანგული და ინგლისური იცოდა, არ ჰქონდა ფული და განათლებაც არ ჰქონდა მიღებული. კარში მუშაობდა, ხოლო ფოტოგრაფიას ბიძამისი ასწავლიდა. 1928 წლიდან 1931 წლამდე, იუსუფი სწავლობდა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, ჯონ ჰ. გაროსთან, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე გამოჩენილი სომეხი ფოტოგრაფი იყო ამერიკაში, მან სახელი გაითქვა ბოსტონის ცნობილი ადამიანების ფოტოებით.
კარშიმ პირველად იქორწინა სოლანჟ გოტიესზე (1902-1961) 1939 წელს. კარში შეხვდა მას ოტავას პატარა თეატრში 1933 წელს. გოტიე დაიბადა ტურში, საფრანგეთში და ახალგაზრდობისას იმიგრირდა კანადაში. [6] ისინი თავდაპირველად საცხოვრებლად გადავიდნენ გოტიეს ბინაში და 1940 წელს, არტ დეკოს სტილის სახლში. გოტიესი გარდაიცვალა 1961 წლის იანვარში, კიბოთი.
მეორედ დაქორწინდა მედიკოს მწერალთან, ესტრელიტა მარია ნაჩბართან, 1962 წლის აგვისტოში, რომელიც მასზე 21 წლის უმცროსი იყო. [7] მათ ქორწილს უძღვებოდა ფულტონ ჯ. შინი, ნიუ-იორკის კათოლიკე არქიეპისკოპოსის დამხმარე ეპისკოპოსი. 1972 წლიდან 1992 წლამდე ისინი ცხოვრობდნენ მესამე სართულის კომპლექტში შატო ლოურიეში, ოტავაში. მათ შვილი არ ჰყავდათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.