ალეპო

From Wikipedia, the free encyclopedia

ალეპო

ალეპო, ჰალაბი (არაბ. حلب) — ქალაქი ჩრდილოეთ სირიაში. იგი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია როგორც მოსახლეობით, ისე ფართობით. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მას ლევანტში პირველი ადგილი უკავია,[1] 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 2 100 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი ალეპოს მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც 4 507 000 მცხოვრებით (2009) მოსახლეობის რამდენობის მხრივ პირველია სირიაში.[2]

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
ალეპო
حلب
Thumb
ქვეყანა  სირია
რეგიონი ალეპო
კოორდინატები 36°13′00″ ჩ. გ. 37°10′00″ ა. გ.
დაარსდა ძვ. წ.5 ათასწლეული
პირველი ხსენება 2500 BCE
ადრეული სახელები ჰალმანი, ბეროია
ფართობი 190 კმ²
ცენტრის სიმაღლე 390
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 2,181,061 კაცი (2004)
აგლომერაცია 2,490,751
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 021
ოფიციალური საიტი https://aleppo.gov.sy
Thumb
დახურვა
სწრაფი ფაქტები
დახურვა

ისტორია

ალეპო მსოფლის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია; პირველი დასახლება აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 000 წელს გაჩნდა. ქალაქში აღმოჩენილია უძველესი დასახლებები და საცხოვრებლები. ალეპოს უძველესი დროიდან სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი ეკავა, აქ გადიოდა სავაჭრო გზები. ამ სავაჭრო გზებით ხდებოდა დაკავშირება ხმელთაშუა ზღვასთან, ეგვიპტესთან და შუამდინარეთთან. თავდაპირველად, ალეპო მცირე გორაკზე აშენდა, ციხესიმაგრის მიდამოებში დაარსდა.[3] ქალაქში მიედინება პატარა მდინარე ქუვექი (قويق).

საუკუნეთა განმავლობაში, დასახლება დიდი სირიის უმნიშვნელოვანეს ქალაქად იქცა, XIX საუკუნისთვის კი ეს ტერიტორია უკვე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. ალეპოს მთელ იმპერიაში მოსახლეობის მხრივ მესამე ადგილი ეკავა კონსტანტინოპოლისა და კაიროს შემდეგ. ქალაქში დღემდე შენარჩუნებულია ძველი არქიტექტურა.

ალეპოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან გადიოდა აბრეშუმის დიდი გზა, რაც ხელს უწყობდა ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარებას. მას შემდეგ, რაც 1869 წელს სუეცის არხის გაიხსნა, ალეპოს სავაჭრო დანიშნულება მკვეთრად შემცირდა. ქალაქი დიდ როლს ასრულებდა პირველ მსოფლიო ომში.

იუნესკომ ალეპო მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა; აქტიურად მიმდინარეობდა ძველი კულტურული ძეგლების აღდგენის პროცესი.

დაძმობილებული ქალაქები

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.