იტალიის მდინარეები
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიის მდინარეთა ქსელი ძირითადად თავს იყრის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მიედინება იტალიის უდიდესი მდინარე — პო, რომელიც თავის შენაკადებთან და არხებთან ერთად აყალიბებს ფართო სატრანსპორტო სისტემას. პადანის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარეები — ადიჯე, ბრენტა, პიავე, რენო და ა. შ. ქვედა დინებებში, დანალექების გამო მდინარეთა კალაპოტები ხშირად ვაკეზე მაღლა მდებარეობს. აგებულია წყალდიდობისგან დამცავი ჯებირები, თუმცა მათი გარღვევის შედეგად ხშირია მასშტაბური დატბორვებიც (ბოლო პერიოდში 2000 და 2006 წ. წ.) ჩრდილოეთ იტალიის მდინარეები, გარდა წვიმის წყლისა, ასევე იკვებებიან თოვლითა და მყინვარებით. ისინი ხასიათდებიან გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის წყალდიდობებით, მიუხედავად ამისა, მდინარეები გამოიყენება საირიგაციოდ. ალპური მდინარეები ჰიდროენერგიის პოტენციალით ხასაითდებიან. ნახევარკუნძულის და კუნძულების მდინარეები წყალმარჩხია და ძირითადად წვიმის წყლით საზრდოობენ, წყალუხვობის პერიოდი შემოდგომა ზამთარში ახასიათებთ, ზაფხულში კი ხშირად შრებიან. მათ შორის უდიდესია არნო და ტიბრი.[1]


იტალიის უდიდესი მდინარეების სია[2]
№ |
მდინარე | იტალიური სახელწოდება | სიგრძე, კმ |
---|---|---|---|
1 | პო | Po | 676 |
2 | ადიჯე | Adige | 410 |
3 | ტიბრი | Tevere | 404 |
4 | ადა | Adda | 313 |
5 | ტიჩინო | Ticino | 248[3] |
6 | ტანარო | Tanaro | 242 |
7 | არნო | Arno | 241 |
8 | პიავე | Piave | 220 |
9 | რენო | Reno | 211 |
10 | ოლო | Oglio | 191 |
11 | ვოლტურნო | Volturno | 177 |
12 | ტალიამენტო | Tagliamento | 172 |
13 | პანარო | Panaro | 165 |
14 | დორა-ბალტეა | Dora Baltea | 162 |
15 | ბრენტა | Brenta | 160 |
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.