From Wikipedia, the free encyclopedia
ოლო (იტალ. Oglio, ლათ. Ollius, ლომბარდ. Òi) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, პოს მარცხენა შენაკადი. მისი სიგრძე 280 კმ-ია. საშუალო წლიური ხარჯი 130 მ³/წმ.
ოლო | |
---|---|
ქვეყანა | იტალია |
სათავე | ალპები |
სიგრძე | 280 კმ |
აუზის ფართობი | 6 649 კმ² |
ოლო ვიკისაწყობში |
ოლო წარმოიშვება მთის ორი პატარა ნაკადულის — ნარკანელოსა და ფრიჯიდოლფოს შერწყმის შედეგად. ეს ორი ნაკადული სათავეს იღებს ზღვის დონიდან 2600 მეტრზე და ერთმანეთს პაცო-დი-პონტე-დი-ლენიოს სიახლოვეს უერთდებიან.
ამის შემდეგ ოლო სამხრეთ-დასავლეთით მიემართება და გზად ჯერ ვალკამონიკის ხეობას, შემდეგ კი იზეოს ტბას გაივლის. მას შემდეგ რაც ის მორენის ნალექების ზონას გადაკვეთს, მანტუის პროვინციაში, ტორედოლიოსთან პოს უერთდება. მისი აუზი, რომელიც დაკავშორებულია ვალკამონიკის ხეობასთან, 6 649 კმ² ტერიტორიას მოიცავს და წარმოადგენს პო-ადიჯეს დიდი აუზის ნაწილს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.