დორა-ბალტეა

From Wikipedia, the free encyclopedia

დორა-ბალტეა

დორა-ბალტეა (იტალ. Dora Baltea) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს მარცხენა შენაკადი. მისი სიგრძე 160 კმ-ია. წარმოიქმნება მონბლანის მთიდან და მიაჟეს მყინვარიდან წამოსული ნაკადულების შერწყმის შედეგად.

სწრაფი ფაქტები დორა-ბალტეა, ქვეყანა ...
დორა-ბალტეა
Thumb
ქვეყანა  იტალია
სათავე ალპები
სიგრძე 160 კმ
აუზის ფართობი 3 920 კმ²
დორა-ბალტეა ვიკისაწყობში
დახურვა

ვალე-დ-აოსტის რეგიონის გადაკვეთისას, გაედინება ქალაქ აოსტაში და შემდეგ სენ-ვენსანში. ამის შემდეგ ის შედის პიემონტის რეგიონში და კვეთს ქალაქ ივრეიას და ერწყმის მდინარე პოს, კომუნა კრეშენტინოსთან.

მდინარის წყლები პოპულარულია რაფტინგისა და კაიაკინგისათვის. ადრეულ ზაფხულში, მაისსა და ივნისში, მისი წყლის დონე მაღალია მთაში თოვლის დნობის გამო. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში კი დონე იკლებს და წყლის ტემპერატურა იმატებს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.