ტიჩინო (მდინარე)

From Wikipedia, the free encyclopedia

ტიჩინო (მდინარე)

ტიჩინო (იტალ. Ticino; ლომბარდ. Tisín; გერმ. Tessin; ლათ. Ticinus) — მდინარე შვეიცარიასა და იტალიაში, პოს მარცხენა შენაკადი. მისგან იღებს სახელს შვეიცარიის ერთ-ერთი კანტონი (ტიჩინო), სადაც მისი ზემო ნაწილი მიედინება.

სწრაფი ფაქტები ტიჩინო, ქვეყანა ...
ტიჩინო
Thumb
ტიჩინო მდინარე პოს აუზში
ქვეყანა  შვეიცარია  იტალია
სათავე ვალ-ბედრეტო
სიგრძე 248 კმ
აუზის ფართობი 7 228 კმ²
ტიჩინო ვიკისაწყობში
დახურვა

სათავეს იღებს შვეიცარიაში, ვალ-ბედრეტოში, ვალესა და ტიჩინოს კანტონების საზღვარზე და შემდეგ ჩაედინება ლაგო-მაჯორეს ტბაში, საიდანაც გამოსვლისას ის უკვე იტალიის ტერიტორიაზე აგრძელებს დინებას. მისი სიგრძე 248 კმ-ია. პოს ერწყმის ქალაქ პავიის სიახლოვეს. აუზის უმაღლესი წერტილია მწვერვალი გრენცგიპფელი (4 618 მ). ქვემო დინებაში, ტიჩინოს უერთდება მდინარე ანცა.

შვეიარიაში, ტიჩინოზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური, იტალიაში კი მას უმთავრესად საირიგაციოდ იყენებენ.

მდინარის ნაპირებთან, ძვ. წ. 218 წელს გაიმართა მეორე პუნიკური ომის პირველი ბრძოლა (ტიცინის ბრძოლა) კართაგენელებსა (ჰანიბალის მეთაურობთ) და რომაელებს (პუბლიუს კორნელიუს სციპიონის მეთაურობით) შორის.

Thumb
შუა საუკუნეების ხიდი ტიჩინოზე ქალაქ პავიაში

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.