წლის მეექვსე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia
ივნისი (ლათ. Junius) — გრიგორიანული კალენდრის მეექვსე თვე. ივნისში 30 დღეა.
სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით — მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.
ივნისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.
ივნისის ზოდიაქოს ნიშნებია მარჩბივი და კირჩხიბი.
არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.
კორნელი კეკელიძე მარიალისას 3 მაისი — 1 ივნისით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „მარიალი“ არის სომხური „მარერ“-ი.
„მეხუთესა მარიალისა თჳსასა მოუწოდა მათ ბჭემან[3].“ |
„აღესრულა წმინდაჲ იგი ფილეკტიმონ ათხუთმეტსა მაისისა თთჳსასა, რომელ არს მარიალი, დღესა შაბათსა[4].“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.