სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ზენობანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში (სოფლები: ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი, ხიდისთავი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 250 მ. ხიდისთავიდან 4 კმ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ. სოფელში მიედინება მდინარე ლაშისწყალი. რუსეთის იმპერიის პერიოდში შედიოდა ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოებაში.
სოფელი | |
---|---|
ზენობანი | |
ნოდარ დუმბაძის მუზეუმი ზენობანში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხიდისთავი |
კოორდინატები | 41°58′10″ ჩ. გ. 42°13′50″ ა. გ. |
პირველი ხსენება | 1904 |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 108[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 108 ადამიანი.
ღვინიანთ საყდარი მდებარეობს ადგილ ღვინიანთეულებში. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, ნახევრად დანგრეულია. ეკლესიას შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით ჰქონდა, თითო სარკმელი - ოთხივე მხარეს. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით.[5]
სოფელში დაიბადა ისტორიკოსი მამია დუმბაძე. ზენობანში გაატარა თავისი ბავშვობა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ. მისი ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძეს განსაკუთრებით უყვარდა და სახლის აშენება სურდა, ამჟამად დგას მისი მემორიალური მუზეუმი.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.