სოფელი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
ზედა საქარა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი (სოფელი: ბეღლევი). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 მეტრი, ზესტაფონიდან 4 კილომეტრი, ზესტაფონი-ჭიათურის საავტომობილო გზაზე. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ზედა საქარა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზედა საქარა |
კოორდინატები | 42°08′33″ ჩ. გ. 43°03′59″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2099[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2099 ადამიანი.
სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. „გულბანდიანის კონწოლია“, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თავაძეების უბანში, აშენებული IX-X საუკუნეებში. ეკლესია გუმბათიანი ჯვრის ტიპისაა, აშენებულია თლილი ქვითა და კირით. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარედან — წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობა შემონახულია ნაწილობრივ, საკურთხევლის კონქში დახატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით, სახურავი ქვის ფილებისაა. გუმბათი შიგნით ზეთოვანი საღებავითაა შეღებილი, რომელიც შემდგომ დაუზიანებიათ და გაუძარცვავთ. ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა, ხოლო კარის ზემოთ მდებარე ქვაზე ამოკვეთილია ხელი, რაც შემდგომ პერიოდში უნდა იყოს მოხატული. ეკლესია ბერძნების მიერ ყოფილა აშენებული. ეკლესიას რესტავრაცია 1951 და 2005 წლებში ჩაუტარდა.
ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით მდებარეობს მიწისქვეშა ციხე-სიმაგრე, ე.წ „უდაბნო“. ციხე-სიმაგრიდან 150 მეტრში იწყება გვირაბი, რომელიც ჩადის ე.წ. ურიების ღელემდე. ზედა საქარაში ასევე დგას VIII საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (ფუტკარაძეების უბანი), XI საუკუნის წმინდა გიორგის, XVI-XVII საუკუნეების მაცხოვრის სახელობის და XIX საუკუნის ჯვარცმის ეკლესიები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.