From Wikipedia, the free encyclopedia
ვარამ გაგელი (ვაჰრამ; გ. 1249 ან 1251) — XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს დიდებული (დიდი ფეოდალი), ძე ზაქარია გაგელისა, მეფეების თამარის, ლაშა გიორგის და რუსუდანის მსახურთუხუცესი (1212-იდან); გაგის ციხის და მისი მხარის მემამულე — მემკვიდრეობითი მფლობელი. გაგელი ივანე მხარგრძელთან ერთად ირანში ქართველთა ლაშქრობის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე იყო თამარის ბოლო პერიოდში. 1220 წელს საგამის (საგიმის) ველზე მონღოლებთან ბრძოლაში სარდლობდა საქართველოს ლაშქრის მარჯვენა ფრთას და თავდაპირველად გამარჯვებაც მოიპოვა. XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კირაკოს განძაკეცის ცნობით, რუსუდანი სამეფოს განაგებდა ივანე, ავაგ, შანშა მხარგრძელებისა და გაგელის მეშვეობით. მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის დროს თავი შეაფარა ქუთაისს, ხოლო შემდეგ, ისე როგორც სხვა ქართველი დიდებულები, დაეზავა მათ. მონღოლეთის მმართველობის დროს გაგელი განაგებდა საქართველოს ერთ-ერთ დუმანს — სომხითს. მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში. გაგელმა რუმიდან ჩამოიყვანა ულუ დავითი და დიდი როლი შეასრულა მის გამეფებაში. ულუ დავითმა გაგელს სამამულედ უწყალობა შიდა ქართლში სოფ. ხოვლე. თამარის ისტორიკოსი გაგელს იხსენიებ როგორს „კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯვებულსა“.
ხოსრო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავაგ-სარგისი | ქარიმი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია I | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სარგისი + 1187 ამირა, ამირსპასალარი | ვარამი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია +1212 ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი | ნანე (ინანა) | დოპი (შუშანი) | თამთა | ივანე +1227 მსახურთუხუცესი, ამირსპასალარი, ათაბაგი | ზაქარია გაგელი | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შანშე (შაჰანშა) +1262 მანდატურთუხუცესი | თამთა | ავაგ-სარგისი +1250 ამირსპასალარი, ათაბაგი | ვარამ გაგელი, მსახურთუხუცესი | თაყაიდინ თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
არტაშირი | ზაქარია +1262 ამირსპასალარი | ავაგ-სარგისი +1268 მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი | ივანე მანდატურთუხუცესი | მხარგრძელი ამირსპასალარი | აღბუღა | ბერი გიორგი | აღბუღა | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დავითი | შანშე ამირსპასალარი ათაბაგი | ვარამ ათაბაგი | არტაშირი | აღბუღა | ზაზა | ხოშაქი | ვარამი | ზაქარია | ივანე | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია ათაბაგი | შაჰანშა ათაბაგი | ზაქარია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.