From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე I მხარგრძელი (გ. 1227) — საქართველოს დიდებული XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველ მესამედში. ამირსპასალარ სარგისის ძე. ჯერ მსახურთუხუცესი (სასახლისა და სამეფო დომენის გამგებელი), შემდეგ — ათაბაგი. დიდი მემამულე: ქვემო ქართლის ნაწილის, შემოერთებული სომხური თემების ნაწილის (დვინის მხარე — ვასპუკანი, გელაქუნი) მფლობელი.
მხარგრძელი, მისი მამის, სარგისის, ამირსპასალარად დანიშვნის დროს თამარ მეფემ „ითაყვანა დარბაზის ყმად“ (ე.ი. კარისკაცად). იური ანდრიას ძის აჯანყების (1191) ჩაქრობის შემდეგ ივანეს მეფემ უწყალობა ამ აჯანყების მოთავის ვარდან დადიანის სახელო — მსახურთუხუცესობა და მისივე სამფლობელო ციხეები აღმოსავლეთ საქართველოში — კაენი და კაიწონი, აგრეთვე გელაქუნი. მხარგრძელი აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. თავის ძმასთან, ზაქარიასთან ერთად ის იყო მეწინავე სადროშოს ერთ-ერთი სარდალი. მონაწილეობდა შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში, კარისა და ხლათის ლაშქრობებში, ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სხვა. მხარგრძელის სარდლობით საქართველოს ლაშქარმა ჩააქრო დიდოელებისა და ფხოველების აჯანყება.
მხარგრძელი უფლისწულ ლაშა გიორგის აღმზრდელი იყო, რის გამოც მიიღო ათაბაგის ტიტული. ამ დროიდან ათაბაგი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა საქართველოს სამეფო კარზე. მან თანდათანობით დაიკავა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ადგილი, იქცა მის ნაცვლად, მეორე კაცად მეფის შემდეგ. ივანეს ამირსპასალარობაც ებოძა. თუ აქამდე ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა გაერთიანებული იყო, ამიერიდან ამირსპასალარის სახელო შეუთავსდა ათაბაგობას და დროებით დამკვიდრდა ივანეს სახლში. მანდატურთუხუცესის თანამდებობა კი დარჩა ზაქარია მხარგრძელის სახლში.
ივანე კონფესიურად თავდაპირველად მონოფიზიტი იყო, შემდეგ მიიღო დიოფიზიტობა. მან დიოფიზიტურად აქცია ახპატისა (პღნძჰანქის) და სანაინის მონასტრები. ივანე დაკრძალეს სანაინის მონასტერში, რომელიც მისი სახლის საძვალედ იქცა.
ხოსრო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავაგ-სარგისი | ქარიმი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია I | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სარგისი + 1187 ამირა, ამირსპასალარი | ვარამი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია +1212 ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი | ნანე (ინანა) | დოპი (შუშანი) | თამთა | ივანე +1227 მსახურთუხუცესი, ამირსპასალარი, ათაბაგი | ზაქარია გაგელი | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შანშე (შაჰანშა) +1262 მანდატურთუხუცესი | თამთა | ავაგ-სარგისი +1250 ამირსპასალარი, ათაბაგი | ვარამ გაგელი, მსახურთუხუცესი | თაყაიდინ თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
არტაშირი | ზაქარია +1262 ამირსპასალარი | ავაგ-სარგისი +1268 მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი | ივანე მანდატურთუხუცესი | მხარგრძელი ამირსპასალარი | აღბუღა | ბერი გიორგი | აღბუღა | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დავითი | შანშე ამირსპასალარი ათაბაგი | ვარამ ათაბაგი | არტაშირი | აღბუღა | ზაზა | ხოშაქი | ვარამი | ზაქარია | ივანე | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია ათაბაგი | შაჰანშა ათაბაგი | ზაქარია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.