From Wikipedia, the free encyclopedia
რუსუდანი (დ. დაახლოებით 1194 — გ. 1245) — საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში, თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი. 1223 წელს იქორწინა ერზრუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძე ღიას ად-დინზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში (1223-1225) საქართველოს ლაშქარმა რამდენიმეჯერ ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. გარნისის ბრძოლაში (1225) ჯალალედინმა დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები 1226 წელს თბილისს მიადგნენ. რუსუდანი და სამეფო კარი ქუთაისში გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა (ქართველები და სომხები) და დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-1230 წლებში ქართველთა ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა ხვარაზმელებს.
რუსუდანი | |
---|---|
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1223 |
მმართ. დასასრული: | 1245 |
წინამორბედი: | გიორგი IV ლაშა |
მემკვიდრე: | დავით VI, დავით VII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1194 |
გარდ. თარიღი: | 1245 |
მეუღლე: | ღიას ად-დინი |
შვილები: |
1. დავით VI ნარინი 2. თამარი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დავით სოსლანი |
დედა: | თამარ მეფე |
ხელმოწერა: | |
დაახლოებით 1230/1231 წელს რუსუდანმა თავისი 5 წლის ვაჟი დავითი თანამოსაყდრედ აკურთხებინა ქუთაისში. დაახლოებით 1233 წელს რუსუდანი სამეფო კართან ერთად თბილისში გადავიდა. 1235 წელს მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა (განჯა) და თბილისისკენ დაიძრნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა. გაატარა ფულის რეფორმა; განახლდა ვერცხლის მონეტების მოჭრა. 1236/1237 წელს რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა ლაშა გიორგის ძე დავითი, რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.
რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები (ავაგ ამირსპასალარი, ვარამ გაგელი, შანშე მანდატურთუხუცესი და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ. დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. 1239/1240 წელს რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. 1242/1243 წელს რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.
წინამორბედი: გიორგი IV |
საქართველოს მეფე 1223 - 1245 |
შემდეგი: დავით VI დავით VII |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.