Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ელისაბედ ბავარიელი (გერმ. Elisabeth von Bayern), სრული სახელია ელისაბედ ამალია ევგენია ფონ ვიტელსბახი, ბავარიის პრინცესა (გერმ. Elisabeth Amalie Eugenie von Wittelsbach, Prinzessin in Bayern), აგრეთვე ცნობილია, როგორც ავსტრიის იმპერატრიცა ელისაბედი (გერმ. Kaiserin Elisabeth von Österreich), მეტსახელად იმპერატრიცა სისი (გერმ. Kaiserin Sissi; დ. 24 დეკემბერი, 1837, მიუნხენი, ბავარია ― გ. 10 სექტემბერი, 1898, ჟენევა, შვეიცარია) ― ბავარიელი პრინცესა ვიტელსბახების დინასტიიდან, პრინც მაქსიმილიან იოზეფის ასული და ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა 1854-1898 წლებში და ასევე ლომბარდო-ვენეციის უკანასკნელი დედოფალი 1854-1866 წლებში. იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მეუღლე.
ელისაბედ ბავარიელი | |
---|---|
ავსტრია უნგრეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 8 ივნისი, 1867, ბუდაპეშტი |
მმართ. დასაწყისი: | 24 აპრილი, 1854 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1898 |
წინამორბედი: | მარია ანა სავოიელი |
მემკვიდრე: | ზიტა დე ბურბონ-პარმელი |
ლომბარდო-ვენეციის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 აპრილი, 1854 |
მმართ. დასასრული: | 12 ოქტომბერი, 1866 |
წინამორბედი: | მარია ანა სავოიელი |
მემკვიდრე: | სამეფო გაუქმდა და მიუერთდა იტალიას |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 დეკემბერი, 1837 |
დაბ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 10 სექტემბერი, 1898, (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჟენევა, შვეიცარია |
დაკრძ. ადგილი: |
17 სექტემბერი, 1898 ვენა, ავსტრია |
მეუღლე: |
ფრანც იოზეფ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი (ქ. 1854) |
შვილები: |
გიზელა, ბავარიის პრინცესა რუდოლფი, ავსტრიის კრონპრინცი მარია ვალერია, ავსტრიის ერცჰერცოგინია |
სრული სახელი: | ელისაბედ ამალია ევგენია |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | მაქსიმილიან იოზეფ ბავარიელი |
დედა: | ლუდოვიკა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
იგი ბავარიის სამეფო კარზე იზრდებოდა, სანამ თექვსმეტი წლის ასაკში არ დაქორწინდა იმპერატორ ფრანც იოზეფზე. ქორწინების შემდეგ იგი ჰაბსბურგთა კონსერვატიულ სამეფო კარზე აღმოჩნდა, რისთვისაც მოუმზადებელი იყო და ბევრი ამისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. ქორწინების დასაწყისი ხასიათდებოდა მისი უთანხმოებით დედამთილთან, ერცჰერცოგინია სოფიასთან, რომელმაც მისი უფროსი ქალიშვილების აღზრდა თავის თავზე იკისრა, მათგან უფროსი კი გარდაიცვალა. სამეფო კარზე მისი მდგომარეობა მხოლოდ მემკვიდრის, კრონპრინც რუდოლფის გაჩენამ გააუმჯობესა, თუმცა მისი ჯანმრთელობა დამძიმდა, გამოსაჯანმრთელებლად კი უნგრეთში გაემგზავრა. ამ პერიოდში მან მნიშვნელოვანი კავშირები შექმნა უნგრეთში, რაც შემდეგ დაეხმარა მის მეუღლეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შექმნაში.
1889 წელს მისმა ერთადერთმა ვაჟმა თავის საყვარელთან ერთად მოიკლა თავი მაიერლინგში, რაც დიდი დარტყმა იყო ელისაბედისათვის. ამის შემდეგ იგი ცხოვრების ჩვეულ რიტმს აღარც დაბრუნებია. მან თავი დაანება იმპერატრიცას მოვალეობების შესრულებას და უმეტესად ევროპაში მოგზაურობდა ხოლმე, ოღონდ ოჯახის გარეშე. 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე ააშენა სასახლე, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. ამასთან ერთად, ასაკის გამო იგი სულ უფრო აკვიატებულად ზრუნავდა ახალგაზრდული ფიგურისა და სილამაზის შენარჩუნებაზე, რის გამოც მის სიცოცხლეშივე გაჩნდა მრავალი ლეგენდა. 1897 წელს მისი და, ჰერცოგინია სოფია ბავარიელი პარიზში, საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. მომდევნო, 1898 წელს კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოგზაურობისას იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელი იტალიელმა ანარქისტმა ლუიჯი ლუჩენმა სასიკვდილოდ დაჭრა. აღსანიშნავია, რომ ელისაბედი ავსტრიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი კონსორტი იყო და 44 წლის განმავლობაში უწყვეტად ეკავა იმპერატრიცის თანამდებობა.
ამ სტატიას/სექციას არ გააჩნია ტექსტი. თუ შეგიძლიათ, გთხოვთ შეავსოთ. |
სახელი | სურათი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
სოფია | 5 მარტი, 1855
ვენა, ავსტრია |
29 მაისი, 1857
ბუდაპეშტი, უნგრეთი (2 წლის) |
ავსტრიის ერცჰერცოგინია. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტიფური ცხელებით. | |
გიზელა | 12 ივლისი, 1856
ლაქსენბურგი, ავსტრია |
27 ივლისი, 1932
მიუნხენი, გერმანია (76 წლის) |
ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ბავარიის პრინც ლეოპოლდს, რომელთანაც
შეეძინა ოთხი შვილი: ორი გოგონა და ორი ვაჟი. | |
რუდოლფი | 21 აგვისტო, 1858
ლაქსენბურგი, ავსტრია |
30 იანვარი, 1889
მაიერლინგი, ავსტრია (30 წლის) |
ავსტრია-უნგრეთის კრონპრინცი და ტახტის მემკვიდრე. ცოლად შეირთო
ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის ასული, პრინცესა სტეფანია, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი. თავი მოიკლა თავის საყვარელთან ერთად. | |
მარია ვალერია | 22 აპრილი, 1868
ბუდაპეშტი, უნგრეთი |
6 სექტემბერი, 1924
ვენა, ავსტრია (56 წლის) |
ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც სალვატორს,
რომელთანაც შეეძინა ათი შვილი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.