ფრანც იოზეფ I
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანც იოზეფ I (გერმ. Franz Joseph I., უნგრ. I. Ferenc József, ჩეხ. František Josef I.; დ. 18 აგვისტო, 1830, ვენა — გ. 21 ნოემბერი, 1916, იქვე) — ავსტრიის მესამე იმპერატორი და უნგრეთის მეფე 1848–1916 წლებში, ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიიდან. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდხნიანი მმართველი მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე. ჩაახშო 1848–1849 წლების რევოლუციები ავსტრიასა და უნგრეთში. აღადგინა აბსოლუტიზმი. ავსტრიის იმპერია ავსტრია-უნგრეთის მონარქიად გარდაქმნა (1867). მისმა მთავრობამ შეაჩერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1879 წელს ფრანც იოზეფ I-მა ხელი მოაწერა გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც სამთა კავშირის (1882 წელი) საფუძველი გახდა. მისმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ ბალკანეთში ხელი შეუწყო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დაწყებას. გარდაიცვალა 1916 წლის 21 ნოემბერს, ვენაში, 86 წლის ასაკში.
ფრანც იოზეფ I | |
---|---|
ავსტრიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 დეკემბერი, 1848 |
მმართ. დასასრული: | 21 ნოემბერი, 1916 |
წინამორბედი: | ფერდინანდ I |
მემკვიდრე: | კარლ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 აგვისტო, 1830 |
დაბ. ადგილი: | შენბრუნის სასახლე, ვენა, ავსტრიის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 21 ნოემბერი, 1916 |
გარდ. ადგილი: | შენბრუნის სასახლე, ვენა, ავსტრიის იმპერია |
მეუღლე: | ელისაბედ ბავარიელი |
შვილები: | რუდოლფი |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მამა: | ფრანც კარლ ავსტრიელი |
დედა: | სოფია ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.