From Wikipedia, the free encyclopedia
ეი-იჩი ნეგისი 根岸 英一 (იაპონ. Negishi Eiichi?) (დ. 14 ივლისი, 1935, ჩანჩუნი, მანჯოუ-გო, ახლანდ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, — გ. 6 ივნისი, 2021, ინდიანაპოლისი, აშშ) — იაპონელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (აკირა სუძუკისთან და რიჩარდ ფ. ჰეკთან ერთად, 2010).
ეი-იჩი ნეგისი | |
---|---|
იაპონ. 根岸 英一 | |
დაბ. თარიღი | 14 ივლისი, 1935[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | Hsinking[6] |
გარდ. თარიღი | 6 ივნისი, 2021[7] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ინდიანაპოლისი[7] |
მოქალაქეობა |
აშშ[8] [9] [10] იაპონია |
საქმიანობა | ქიმიკოსი[11] [12] [13] , პროფესორი[14] [15] და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | პერდიუს უნივერსიტეტი, სირაკიუსის უნივერსიტეტი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი და Teijin |
ალმა-მატერი | ტოკიოს უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია, კულტურის ორდენი, ნობელის პრემია ქიმიაში[16] [17] , American Chemical Society Award in Organometallic Chemistry[18] და American Chemical Society Award for Creative Work in Synthetic Organic Chemistry |
გავლენა მოახდინეს | |
ეი-იჩი ნეგისი დაიბადა მანჯოუ-გოს ტერიტორიაზე. 1958 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, 1963 წელს კი — პენსილვანიის უნივერსიტეტი ფილადელფიაში (აშშ), სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი. 1958-1966 წლებში, ხანგამოშვებით, მუშაობდა იაპონური ქიმიური კომპანიის, „ტეიძინის“ ლაბორატორიაში, როგორც მეცნიერი-ქიმიკოსი. 1966 წლიდან მუშაობდა აშშ-ში, პურდუის უნივერსიტეტის (ვესტ-ლაფაიეტი, ინდიანა), 1972-1979 წლებში კი იყო სირაკუზის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, შემდეგ — ასოცირებული პროფესორი. 1979 წელს პროფესორად დაბრუნდა პურდუის უნივერსიტეტში.
1977 წელს ეი-იჩი ნეგისიმ განავითარა ამერიკელი ქიმიკოსის, რიჩარდ ჰეკის მიერ შექმნილი ორგანული რეაქციების პალადიუმით კატალიზის მეთოდი. მის მიერ მოდიფიცირებული მეთოდი პალადიუმის ატომზე ნახშირბადის ატომის გადატანას თუთიის ატომის მეშვეობით ახდენდა (ნეგისის რეაქცია). ამ რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარმაცევტულ მრეწველობაში. 2010 წელს რიჩარდ ჰეკთან და იაპონელ აკირა სუძუკისთან ერთად ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ნეგისი გარდაიცვალა 2021 წელს, 85 წლის ასაკში.[19]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.