Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კატალიზი (ბერძ. κατάλυσις — განადგურება) — ქიმიური რეაქციის რამდენიმე შესაძლო თერმოდინამიკურად ნებადართული მიმართულების შერჩევითი დაჩქარება კატალიზატორ(ებ)ის მეშვეობით, რომელიც რეაქციის უბნებთან შუალედურ ქიმიურ ურთიერთქმედებაში მრავალჯერ აღწევს და ყოველი შუალედური ქიმიური ურთიერთქმედების ციკლის შემდეგ აღიდგენს საკუთარ ქიმიურ შემადგენლობას.[1]
ტერმინი „კატალიზი“ 1835 წელს შემოიღო შვედმა მეცნიერმა იენს იაკობ ბერცელიუსმა.
კატალიზის მოვლენა ბუნებაში გავრცელებულია (ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე პროცესების უმრავლესობა კატალიტურია) და ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში (ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში, გოგირდმჟავის, ამიაკის, აზოტმჟავის წარმოებაში და ა.შ.). სამრეწველო რეაქციების უმეტესი ნაწილი კატალიტურია.
შემთხვევას, როცა კატალიზატორს წარმოადგენს რეაქციის ერთ-ერთი პროდუქტი ან მისი საწყისი ნივთიერება, ეწოდება ავტოკატალიზი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.