სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტი From Wikipedia, the free encyclopedia
დოშაყე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დოშაყე, ლეჟვანიე, ლექობალე).
სოფელი | |
---|---|
დოშაყე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
თემი | დოშაყე |
კოორდინატები | 42°31′53″ ჩ. გ. 42°16′06″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
მოსახლეობა | 75[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ცივის (მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი) სათავეებთან, ზღვის დონიდან 320 მ-ზე, მარტვილიდან 28 კმ-ის დაშორებით.
სოფელში არის დოშაყის გამოქვაბული, რომელიც აქედან გამომავალ ნაკადულს შეუქმნია. შესასვლელი ქვითკირითაა ამოშენებულ-გამაგრებული და სახიზარს წარმოადგენს. გამოქვაბულში მიკვლეულია ადამიანის ცხოვრების დამადასტურებელი მდიდარი კულტურული ფენა (პალეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა, შუა საუკუნეები). არქეოლოგიური მასალა (კერამიკული ჭურჭლის ნატეხები, ქვის ტლანქი იარაღი და სხვ.) დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.