დივერგენტი (ფილმი)

From Wikipedia, the free encyclopedia

დივერგენტი (ფილმი)
Remove ads

დივერგენტი (ინგლ. Divergent) — 2014 წლის ამერიკული უტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ნილ ბურგერი. ფილმი გადაღებულია ვერონიკა როტის 2011 წლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი დივერგენტის სერიის პირველი ნაწილია. დივერგენტის პროდიუსერი იყო ლუსი ფიშერი, პუია შაჰბაზიანი და დუგლას ვიკი, ხოლო სცენარის ავტორები: ევან დაუერტი და ვანესა ტეილორი.[1] ფილმში მასში მონაწილეობენ მსახიობები: შეილნ ვუდლი, თეო ჯეიმზი, ეშლი ჯადი, ჯეი კორტნი, რეი სტივენსონი, ზოი კრავიცი, მაილს ტელერი, ტონი გოლდვინი, ანსელ ელგორტი, მეგი ქიუ და ქეით უინსლეტი.[2][3] სიუჟეტი ვითარდება უტოპიურ და პოსტპოკალიპტურ ჩიკაგოში [4] სადაც ადამიანები ფრაქციებში არიან განაწილებული და ჯგუფებად იყოფიან. ბეატრის პრიორი (შეილნ ვუდლი) აღმოაჩენს, რომ ის განსხვავებულია და არც ერთ ჯგუფს არ ეკუთვნის. იგი გაიგებს, რომ ერთი შეხედვით სრულყოფილ საზოგადოებაში ბოროტი შეთქმულება მძვინვარებს.

სწრაფი ფაქტები „დივერგენტი“, ჟანრი ...
Remove ads

ფილმის განვითარება დაიწყო 2011 წლის მარტში, როდესაც Summit Entertainment– მა რომანზე ფილმის გადაღების უფლებები მიიღო დუგლას ვიკთან და ლუსი ფიშერთან საპროდიუსერო კომპანია Red Wagon Entertainment-თან ერთად. ძირითადი გადაღებები დაიწყო 2013 წლის 16 აპრილს და დასრულდა 2013 წლის 16 ივლისს. გადასაღები მოედანი მეტწილად ჩიკაგოში იყო მოწყობილი.

დივერგენტის პრემიერა 2014 წლის 21 მარტს, შეერთებულ შტატებში შედგა. ფილმს კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ისინი აქებდნენ ფილმის მოქმედებათა თანმიმდევრობას და შესრულებებს (განსაკუთრებით ვუდლის შესრულება). ფილმმა მთელს მსოფლიოში 288 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისი ბიუჯეტი 85 მილიონი დოლარი იყო.[5][6] იგი გამოვიდა DVD-სა და Blu-ray-ზე 2014 წლის 5 აგვისტოს.[7]

Remove ads

წარმოება

წარმოებამდელი პერიოდი

2011 წლის მარტში, Summit Entertainment– მა მიიღო დივერგენტის გადაღების უფლებები დუგლას ვიკთან და ლუსი ფიშერის მწარმოებელ კომპანიასთან Red Wagon Entertainment– თან.[8] ნილ ბურგერი ფილმის რეჟისორად გამოცხადდა 2012 წლის 23 აგვისტოს. [9] ევან დოგერტიმ, რომელიც სცენარის ავტორია ვანესა ტეილორთან ერთად, თქვა: „ფილმის სიმძიმე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აღსანიშნავია ტრისისა და ფორის სიყვარულის ისტორიაც. ეს არსებითად და განუყოფელად უკავშირდება ტრისის პერსონაჟის მოგზაურობას.”[10]

Thumb
ჩიკაგოს ეშმაკის ბორბალი. ადგილი, სადაც ფილმის სცენებია გადაღებული

გადაღებები

გადაღებები დაიწყო ჩიკაგოში 2013 წლის 16 აპრილს და დასრულდა 2013 წლის 16 ივლისს. [11] [12] [13] პრაქტიკულად, ყველა სცენა ჩიკაგოში გადაიღეს. Cinespace Chicago Film Studios- ში ასევე გადაიღეს ზოგიერთი სცენა[14] გადაღებები ასევე შედგა საზღვაო ძალების პიერ ფერის ეშმაკის ბორბალზე. მთელ ტერიტორიას სპეციალურად აბინძურებდნენ და ჟანგს უკეთებდნენ, სხენები რომ მეტად უტოპიური გამოჩენილიყო.[15] დამატებითი სცენები გადაღებულია 57-ე ქუჩაზე და ელისის გამზირზე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მახლობლად, [16] ფედერალურ ქუჩაზე[17] და მიჩიგანის გამზირზე.[18] სცენები გადაიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჯოსა და რიკა მანსუეტოს ბიბლიოთეკაშიც.[19]

Remove ads

გამოხმაურება

შემოსავლები

დივერგენტის შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკაში 150,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, სხვა ქვეყნებში კი 137,9 მილიონი დოლარი სხვა ქვეყნებში, რამაც მთლიანი შემოსავალი, 288,9 მილიონი აშშ დოლარი განაპირობა. ყველა ხარჯის გაანგარიშებით, Deadline Hollywood-მა დაადგინა, რომ ფილმის მოგებამ 71,77 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[20]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads