ინგლისელი მწერალი და იუმორისტი From Wikipedia, the free encyclopedia
დაგლას ნოელ ადამსი (ინგლ.Douglas Adams; დ. 11 მარტი, 1952 — გ. 11 მაისი, 2001) — ინგლისელი მწერალი, სცენარისტი, ესეისტი, იუმორისტი და დრამატურგი. ცნობილია რომანით„ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ (ინგლ.The Hitchhiker's Guide to the Galaxy), რომელიც თავდაპირველად BBC-ის რადიო-კომედია იყო, შემდეგში კი ხუთი წიგნისგან შემდგარ სერიად გადაიზარდა და ავტორის სიცოცხლეში 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა, გადაიღეს იმავე სახელწოდების ტელესერიალი, დაიდგა რამდენიმე პიესალ, შეიქმნა ვიდეო თამაში და 2005 წელს იმავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს. გაერთიანებული სამეფოს რადიოში შეტანილი წვლილისთვის ადამსი რადიო აკადემიის დიდების ხეივანში შეიყვანეს.[37]
სწრაფი ფაქტები დაგლას ადამსი, დაბადების თარიღი ...
ადამსს ეკუთვნის რომანები: დირკ ჯენტლის ჰოლისტური დეტექტიური სააგენტო (1987) და გრძელი მუქი ჩაი-სულის დრო (1988) და თანაავტორია წიგნებისა: The Meaning of Liff (1983), The Deeper Meaning of Liff (1990) და Last Chance to See (1990). ადამსი ტელესერიალ „Doctor Who“-ს რამდენიმე ეპიზოდის სცენარისტად მუშაობდა. მუშაობდა მონტი პაითონის მფრინავი ცირკის სკეტჩზე. ავტორის რჩეული ნამუშევრების კრებული მისი გარდაცვალების შემდეგ, 2002 წელს გამოიცა და მასში ადამსის უკანასნკელი (დაუმთავრებელი) რომანიც პირველად გამოქვეყნდა.
ადამსი ადვოკატირებდა ენვაირონმენტალიზმსა და გარემოს კონსერვაციას, უყვარდა სწრაფი მანქანები,[38] ტექნოლოგიური სიახლეები, Macintosh და საკუთარ თავს „რადიკალ ათეისტად“ მოიხსენიებდა.
დაგლას ადამსი დაიბადა 1952 წლის 11 მარტს, კემბრიჯში, ჯანეტ (ქალიშვილობის გვარი - დონოვანი; 1927—2016) და ქრისტოფერ დაგლას ადამსის (1927—2016) ოჯახში.[39] დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ადამსების ოჯახი ლონდონის ისტ-ენდში გადავიდა, სადაც სამი წლის შემდეგ ქალიშვილი, სუსანა ეყოლათ.[40] დაგლასის მშობლები 1957 წელს განქორწინდნენ. დაგლასი, სუსასნა და დედა ბრენტვუდში, ესექსშიცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის პრევენციის სამეფო საზოგადოების ცხოველთა თავშესაფარში გადავიდნენ, რომელსაც ადამსის დედის მშობლები ხელმძღვანელობდნენ.[41]
განათლება
ადამსი ბრენტვუდში პრიმროუზ-ჰილის დაწყებით სკოლაში სწავლობდა. 9 წლის ასაკში იგი ბრენტვუდის სკოლაში ჩაირიცხა. 1959-1964 წლებში ის მოსამზადებელ სკოლაში, ხოლო 1970 წლამდე მთავარ სკოლაში სწავლობდა. 12 წლის ასაკში ადამსი 1.8 მეტრის სიმაღლის იყო და 195 სმ-ის სიმაღლის გაიზარდა. კლასის ხელმძღვანელი, ფრენკ ჰალფორდი, აღნიშნავდა, რომ სიმაღლის გამო ადამსი გამორჩეული იყო და ყველას ყურადღებას იქცევდა.[42][43] წერის უნარების გამო სკოლაშივე გახდა ცნობილი.[44] იგი ერთადერთი სტუდენტი იყო, რომელმაც ჰალფორდის კრეატიულ წერაში 10-დან 10 ქულა დაიმსახურა, რასაც ადამსი ცხოვრების ბოლომდე იხსენებდა, განსაკუთრებით შემოქმედებითი კრიზისის დროს.[40]
ადამსის ზოგიერთი ადრეული ნაშრომი ჯერ კიდევ სკოლაში გამოქვეყნდა, როგორიც იყო მოხსენება მის ფოტოგრაფიის კლუბზე, ბრენტვუდელი (1962) და კომიკური მიმოხილვები სკოლის გაზეთში Broadsheet, რომლის რედაქტორიც პოლ ნილ მილნ ჯონსტონი იყო. ადამსს სკოლის გაზეთის ერთ-ერთი ყდის დიზაინიც ეკუთვნის, ხოლო 1965 წელს კომიქსში არწივი მისი წერილი და მოთხრობა დაიბეჭდა. ადამსის პოემა, სახელწოდებით „დისერტაცია სანთლის შესახებ პოემის დაწერის საკითხსა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებთან დაკავშირებით“, რომელიც 1970 წელს, 17 წლის ასაკში დაწერა, 2014 წელს აღმოაჩინეს სკოლის ერთ-ერთ განჯინაში.[45]
მწერლობა
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ადამსი ტელევიზიასა და რადიოში მწერლობის დასაწყებად ლონდონში დაბრუნდა. 1974 წელს BBC2-ის ეთერში Footlights Revue-ის რედაქტირებული ვერსია გავიდა. მიმოხილვის ლონდონის ვესტ-ენდში წარმოდგენის შემდეგ ადამსი გრემ ჩეპმენმა აღმოაჩინა. ისინი მცირე ხანს პარტნიორობდნენ და ადამსმა მონტი პაითონის 45-ე ეპიზოდის ერთ-ერთ სკეტჩზე, Patient Abuse იმუშავა. მათ ერთობლივად იმუშავეს სკეტჩზე, Marilyn Monroe, რომელიც მონტი პაითონი და წმინდა გრაალის საუნდტრეკ ალბომში შევიდა.[46]
ადამსი ორჯერ მცირე ხნით გამოჩნდა მონტი პაითონის მფრინავი ცირკის მეოთხე სერიაში. 42-ე ეპიზოდის დასაწყისში, ნათელი გასართობი ომი, ადამსი ექიმის ნიღაბშია (ექიმ ემილ კონინგის როლში) და ხელთათმანებს ირგებს, როდესაც მაიკლ პეილინი ერთიმეორი მიყოლებით გვაცნობს პერსონაჟებს. 44-ე ეპიზოდის დასაწყისში, „ბატონი ნეიტრონი“, ადამსი „პეპერპოტსის“ ტანსაცმელშია გამოწყობილი და მანქანაში, რომელსაც ტერი ჯოუნსი მართავს, რაკეტას დებს. ორივე ეპიზოდი 1974 წლის ნოემბერში გავიდა ეთერში. ადამსი და ჩეპმენი თანამშრომლობდნენ სხვა პროექტებშიც, მათ შორის Out of the Trees.[47]
ეჭვის ორაგული (2002), დაუსრულებელი რომანი (11 თავი), მოთხრობები, ესეები და ინტერვიუები), აგრეთვე ხელმისაწვდომია აუდიოწიგნის სახით, რომელსაც საიმონ ჯოუნსი კითხულობს
ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში (2005) (ფილმი)
მეტი ინფორმაცია პროდუქცია, შენიშვნები ...
პროდუქცია
შენიშვნები
გადაცემა
მონტი პაითონის მფრინავი ცირკი
მონტი პაითონის მე-6 სეზონის ეპიზოდი, Patient Abuse სკეტჩი (1974)
Ray, Mohit K (2007). Atlantic Companion to Literature in English, Atlantic Publishers and Distributors. ISBN81-269-0832-7
Simpson, M. J.(2003). Hitchhiker: A Biography of Douglas Adams, 1st,Boston, Mass.:Justin, Charles & Co.. ISBN1-932112-17-0.
Webb, Nick (2005a). Wish You Were Here: The Official Biography of Douglas Adams. Ballantine Books. ISBN0-345-47650-6
Webb, Nick (2005b). "Adams, Douglas Noël (1952–2001)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, January 2005. Retrieved 25 October 2005.
Roberts, Jem (2014) "The Frood: The Authorised & Very Official Biography of Douglas Adams & The Hitchhiker's Guide To The Galaxy" Preface Publishing. ISBN009959076X"The Frood"
სტატიები
Herbert, R. (1980). The Hitchhiker's Guide to the Galaxy (Book Review). Library Journal, 105(16), 1982.
Adams, J., & Brown, R. (1981). The Hitchhiker's Guide to the Galaxy (Book Review). School Library Journal, 27(5), 74.
Nickerson, S. L. (1982). The Restaurant at the End of the Universe (Book). Library Journal, 107(4), 476.
Nickerson, S. L. (1982). Life, the Universe, and Everything (Book). Library Journal, 107(18), 2007.
Morner, C. (1982). The Restaurant at the End of the Universe (Book Review). School Library Journal, 28(8), 87.
Morner, C. (1983). Life, the Universe and Everything (Book Review). School Library Journal, 29(6), 93.
Shorb, B. (1985). So Long, and Thanks for All the Fish (Book). School Library Journal, 31(6), 90.
The Long Dark Tea-Time of the Soul (Book). (1989). Atlantic (02769077), 263(4), 99.
Hoffert, B., & Quinn, J. (1990). Last Chance To See (Book). Library Journal, 115(16), 77.
Reed, S. S., & Cook, I. I. (1991). Dances with kakapos. People, 35(19), 79.
Last Chance to See (Book). (1991). Science News, 139(8), 126.
Field, M. M., & Steinberg, S. S. (1991). Douglas Adams. Publishers Weekly, 238(6), 62.
Dieter, W. (1991). Last Chance to See (Book). Smithsonian, 22(3), 140.
Dykhuis, R. (1991). Last Chance To See (Book). Library Journal, 116(1), 140.
Beatty, J. (1991). Good Show (Book). Atlantic (02769077), 267(3), 131.
A guide to the future. (1992). Maclean's, 106(44), 51.
Zinsser, J. (1993). Audio reviews: Fiction. Publishers Weekly, 240(9), 24.
Botti, Nicholas. "Interview with Frank Halford"დაარქივებული 2019-11-14 საიტზე Wayback Machine. . Life, DNA, and H2G2. 2009. Web. Retrieved 13 March 2012. (Click on link at bottom for facsimile page from Daily News article, 7 March 1998.)