From Wikipedia, the free encyclopedia
„გოძილა“ (ინგლ. Godzilla) — 1998 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორი და თანასცენარისტია როლანდ ემერიხი. მისი მთავარი პერსონაჟია გოძილა, Toho-ს ფრენჩაიზიდან. ეს არის საერთო ჯამში ამ ურჩხულის შესახებ გადაღებული 23-ე ფილმი და პირველი გოძილას შესახებ, რომელზეც ჰოლივუდურმა სტუდიამ იმუშავა[Note 1]. „გოძილაში“ მთავარ როლებს ასრულებენ: მეთიუ ბროდერიკი, ჟან რენო, მარია პიტილო, ჰენკ აზარია, კევინ დანი, მაიკლ ლერნერი და ჰარი შირერი. ფილმი შეიქმნა კომპანიების Centropolis Entertainment, Fried Films, Independent Pictures და TriStar Pictures მიერ. TriStar იყო მისი დისტრიბუტორი კინოგაქირავებაში, ხოლო Sony Pictures Entertainment — სახლის მედიაფორმატების. „გოძილა“ არის პირველ შემთხვევა, როდესაც პროდიუსერი დევლინი და ემერიხი მუშაობდნენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომელზეც უფლებას თავად არ ფლობდნენ. სურათი ეძღვნება ფრენჩაიზის პროდიუსერ და შემქმნელ ტომოიუკი ტანაკას, რომელიც ფილმის წარმოების პერიოდში გარდაიცვალა.
„გოძილა“ | |
---|---|
რეჟისორი | როლანდ ემერიხი |
პროდიუსერი | დინ დევლინი |
სცენარის ავტორი |
დინ დევლინი როლანდ ემერიხი |
ეფუძნება |
გოძილა — Toho |
ისტორია |
ტედ ელიოტი ტერი როსიო დინ დევლინი როლანდ ემერიხი |
როლებში |
|
მუსიკა | დევიდ არნოლდი |
ოპერატორი | ული შტაიგერი |
მონტაჟი |
პიტერ ამუნდსონი დევიდ სიგელრელი |
სტუდია |
Centropolis Entertainment Fried Films Independent Pictures |
დისტრიბუტორი | TriStar Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 139 წთ. |
ქვეყანა |
აშშ იაპონია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 130 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 379 მილიონი აშშ დოლარი[1] |
„გოძილა“ კინოთეატრებში გამოვიდა 1998 წლის 20 მაისს. მისმა შემოსავალმა აშშ-ში 136, ხოლო მსოფლიო მასშტაბით – 379 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა[1], აქცია რა შტატებში წლის რიგით მეცხრე[3], ხოლო მსოფლიო მასშტაბით – მესამე ყველაზე შემოსავლიან ფილმად.[4] მიუხედავად კომერციული წარმატებისა, მისი შემოსავალი მაინც „საშუალოდ“ ითვლებოდა და ფილმი იმ პერიოდში კომერციულ ჩავარდნად[5][6] 1999 წელს „გოძილამ“ მიიღო „ოქროს ჟოლო“, „ყველაზე ცუდმა რიმეიკის ან გაგრძელების“ და „ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის“ ნომინაციებში, ნომინირებული იყო რა აგრეთვე „ყველაზე ცუდი სურათის“, „ყველაზე ცუდი რეჟისორის“ და „ყველაზე ცუდი სცენარის“ კატეგორიებში. ამ ფონზე ფილმის გაგრძელების გადაღების გეგმა შეიცვალა და სანაცვლოდ გამოვიდა ანიმაციური ტელესერიალი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.