გორისციხე

From Wikipedia, the free encyclopedia

გორისციხე

გორისციხესოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული ცენტრი (სოფლები: ტყარშეტი, ფხელშე, ყანობი, ხურთისი).

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი
გორისციხე
Thumb
სოფელ გორისციხის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა  საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი გორისციხე
კოორდინატები 42°36′06″ ჩ. გ. 44°34′05″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1870
მოსახლეობა 187[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
Thumb
Thumb
Thumb
დახურვა

მდებარეობს ტყარშეტის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1870 მ სიმაღლეზე, სტეფანწმინდიდან დაშორებულია 10 კმ-ით.

ისტორია

ვახუშტი ბაგრატიონი გორისციხეს მოიხსენიებს „გორის სოფლის“ სახელწოდებით. სოფელში შემორჩენილია ორი კოშკის ნანგრევები, რომელთაგან ერთს „ავსაჯანიანთ ციხე“ ეწოდება, მეორეს — „მამაწმინდის ხატი“.

ქალების ხატი

გორისციხიდან დასავლეთით, მთაზე მდებარეობს სრულიად დაშლილი უზარმაზარნი ნაგებობები, რომლებიც ციკლოპურ ნაგებობებს ჰგავს. მათ გვერდითაა აკლდამები. ამ ნაგებობებს შორისაა მოქცეული გორიციხის ქალების ხატი. ქალების ხატი წარმოადგენს ლოდს, რომელიც ჩრდილოეთ მხრიდან ყორით არის შემოზღუდული. ყორეს შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან კლდე ამოშენებულია[2]

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 187 კაცი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1926[3]385174211
2002[4] 283128155
2014[1] 18781106
დახურვა

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.