არგენტინელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
გონსალო ხერარდო იგუაინი (ესპ. Gonzalo Gerardo Higuaín; დ. 10 დეკემბერი, 1987, ბრესტი, საფრანგეთი) — არგენტინელი ფეხბურთელი. მსოფლიოს 2014 წლის ვიცე-ჩემპიონი და კოპა ამერიკის ორგზის ფინალისტი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.[1][2]
იგუაინი 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გონსალო ხერარდო იგუაინი | ||
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | ბრესტი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2005 | რივერ პლეიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2006 | რივერ პლეიტი | 35 | (13) |
2007–2013 | რეალ მადრიდი | 190 | (107) |
2013–2016 | ნაპოლი | 104 | (71) |
2016– | იუვენტუსი | 73 | (40) |
2018–2019 | → მილანი | 15 | (6) |
2020–2022 | ინტერი მაიამი | 67 | (29) |
სულ | 530 | (279) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2008 | არგენტინა 23-წლ. | 1 | (2) |
2009–2018 | არგენტინა | 75 | (31) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იგუაინი ბრესტში დაიბადა. ის 3 წლის იყო, როდესაც იგუაინების ოჯახი საცხოვრებლად არგენტინაში დაბრუნდა. მას ბურთის თამაში ადრინდელი ასაკიდანვე შეუყვარდა და ფეხბურთზე მისვლაც გადაწყვიტა. 9 წლისა ის „რივერ პლეიტის“ საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს ძმა ფედერიკოსთან ერთად. იგუაინი თანდათან უფრო იხვეწებოდა, რივერის ახალგაზრდულ გუნდში არგენტინის იუნიორთა ჩემპიონატიც მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი წარმატებული თამაში „რივერის“ მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და გონსალო პირველ გუნდში გადაიყვანეს.
იგუაინის დებიუტი „რივერის“ რიგებში 2005 წლის 29 მაისს შედგა, „ხიმნასია ლა პლატას“ წინააღმდეგ. იგუაინი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მე-10 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო, „რივერი“ 1–2 დამარცხდა. იმ სეზონში იგუაინმა 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.
მომდევნო სეზონი იგუანმა საკმაოდ კარგად დაიწყო, 2006 წლის 19 მარტს „ოლიმპოსთან“ მატჩში დუბლიც შეასრულა. ახალგაზრდა არგენტინელი დანიელ პასარელას ხელში მთლიანად გაიხსნა. სახელგანთქმულმა არგენტინელმა სპეციალისტმა იგუაინი 4 სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა, რომ მისთვის იდეალური სათამაშო ამპლუა ეპოვა, და საბოლოოდ ამდენი ცდას შემდეგ იგუაინს ადგილი მარცხნივ მიუჩინა. მარცხენა თავდამსხმელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვაშიც ნაყოფიერად იმოქმედებდა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშისას, მას“არგენტინელ რობინიოს” ეძახდნენ. რობინიოს მსგავსად მასაც დიდებულად შეუძლია მარჯვნივ ასპარეზობა, თუმცა მარცხენა ფლანგზე ამჯობინებს თამაშს.
2006 წლის 8 ოქტომბერს მან მონაწილეობა მიიღო არგენტინულ სუპერკლასიკოში. ეს მატჩი 2 ფეხბურთელის დაპირისპირებად მოინათლა. ერთი მათგანი რივერის ლიდერი გონსალო იგუანი იყო, მეორე კი ბოკას წამყვანი ფებხურთელი — ფერნანდო გაგო. ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იგუაინის განეიტრალებაში. გონსალომ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. „ბოკა“ სეზონის მანძილზე პირველად დამარცხდა, რაშიც დიდი როლი სწორედ იგუაინმა შეასრულა. ამ მატჩის შემდეგ იგუაინმა არგენტინის ჩემპიონატში კიდევ 2 გოლი გაიტანა და მისით გრანდები დაინტერესდნენ. განსაკუთრებით „მილანი“ აქტიურობდა, რომელიც ახალგაზრდა, იმედისმომცემი თავდამსხმელის ყიდვით იყო დაინტერესებული. „ჩელსი“, „მანჩესტერი“, „ლაციო“, „მილანი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „რეალი“, — გონსალომ არჩევანი მადრიდულ გუნდზე შეაჩერა.
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
„რეალმა“ იგუაინი ზამთარში შეიძინა, 13 მილიონ ევროდ.
იგუანის დებიუტი პრიმერაში „სარაგოსას“ წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 14 იანვარს. გონსალომ დიდებულად იასპარეზა. გარდა იმისა, რომ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, ფლანგებზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა და არც მეტოქე გუნდის მცველების მოტყუებას “ერიდებოდა”. განსაკუთრებით სტუმართა კაპიტანს, გაბრიელ მილიტოს გაუშრო სისხლი, რომელსაც 3-ჯერ ბურთი თავზე გადაუგდო და 2-ჯერ ფეხებს შორისაც გაუტარა.
იგუანმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლი გაიტანა მნიშვნელოვან მატჩებში, მათ შორის აღსანიშნავია „ატლეტიკოსთან“ და „ესპანიოლთან“ გატანილი გოლები.
2007 წლის ზაფხულში კი გუნდში ბერნდ შუსტერი მოვიდა, რომელმაც გუნდიდან ხოსე-ანტონიო რეიესი გაუშვა და არჩევანი იგუანის სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა აგვისტოში გერმანელმა სპეციალისტმა კვლავ მოითხოვა უმაღლესი კლასის გარემარბის გადაბირება და ფლორენ მალუდასა და რიკარდო კვარეზმას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, მადრიდელებმა არიენ რობენი გადაიბირეს.
მიმდინარე სეზონში იგუანი მოედანზე იშვიათად ჩნდება, თუმცა ერთი ასპექტი მაინც დახვეწა, - მას გოლები შედარებით მეტი რაოდენობით გააქვს: „ალმერიასთან“ შეცვლაზე, საკმაოდ ლამაზ სტილში გატანილი გოლი და მეორე გოლი „უელვასთან“ მატჩში, ასევე საკმაოდ ლამაზად, ვარდნაში. მიუხედავად ყველაფრისა, შუსტერი აცხადებდა, რომ იგუანს კვლავ ენდობოდა და ადრე თუ გვიან მას შანსს აუცილებლად მისცემდა.
მაშინ როდესაც იგუანი რივერში ბრწყინავდა და არგენტინელებიც ახალი ვარსკვლავის ნაკრებში გამოძახების მოლოდინში იყვნენ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი სადღაც ფეხბურთელის ნათესავს შეხვდა და გაარკვია, რომ გონსალო საფრანგეთში იყო დაბადებული. შედეგად მომდევნო სანაკრებო შეხვედრაზე იგუანი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახე. გონსალომ უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ არგენტინის ეროვნული გუნდის ფორმას მოირგებდა.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროპა | სხვა1 | სულ | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
რივერ პლეიტი | 2004–05 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 4 | 0 | |
2005–06 | 14 | 4 | 0 | 0 | 4 | 2 | – | 18 | 6 | ||
2006–07 | |||||||||||
სულ | 35 | 13 | 0 | 0 | 6 | 2 | 0 | 0 | 41 | 15 | |
რეალ მადრიდი | 2006–07 | 19 | 2 | 2 | 0 | 2 | 0 | – | 23 | 2 | |
2007–08 | 25 | 8 | 4 | 1 | 5 | 0 | – | 34 | 9 | ||
2008–09 | 34 | 22 | 2 | 1 | 7 | 0 | 1 | 1 | 44 | 24 | |
2009–10 | 32 | 27 | 1 | 0 | 7 | 2 | – | 40 | 29 | ||
2010–11 | 17 | 10 | 2 | 1 | 6 | 2 | – | 25 | 13 | ||
2011–12 | 35 | 22 | 5 | 1 | 12 | 3 | 2 | 0 | 54 | 26 | |
2012–13 | 28 | 16 | 5 | 0 | 9 | 1 | 2 | 1 | 44 | 18 | |
სულ | 190 | 107 | 21 | 4 | 48 | 8 | 5 | 2 | 264 | 121 | |
ნაპოლი | 2013–14 | 32 | 17 | 5 | 2 | 9 | 5 | – | 46 | 24 | |
2014–15 | 37 | 18 | 4 | 1 | 16 | 8 | 1 | 2 | 58 | 29 | |
2015–16 | 35 | 36 | 2 | 0 | 5 | 2 | – | 42 | 38 | ||
სულ | 104 | 71 | 11 | 3 | 30 | 15 | 1 | 2 | 146 | 91 | |
სულ კარიერაში | 329 | 191 | 32 | 7 | 84 | 25 | 6 | 4 | 451 | 227 |
1 იგულისხმება ასევე ესპანეთის სუპერთასი და იტალიის სუპერთასი.
ნაკრები | სეზონი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
არგენტინა | |||
2009 | 3 | 1 | |
2010 | 10 | 6 | |
2011 | 9 | 5 | |
2012 | 8 | 4 | |
2013 | 5 | 4 | |
2014 | 11 | 3 | |
2015 | 8 | 2 | |
2016 | 8 | 5 | |
სულ | 62 | 30 |
# | თარიღი | სტადიონი | მატჩი [4] | მეტოქე | გოლი | შედეგი | შეჯიბრი |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 10 ოქტომბერი, 2009 | ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | 1 | პერუ | 1–0 | 2–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010 საკვალიფიკაციო |
2 | 3 მარტი, 2010 | ალიანც არენა, მიუნხენი, გერმანია | 4 | გერმანია | 1–0 | 1–0 | ამხანაგური |
3 | 17 ივნისი, 2010 | FNB Stadium, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა | 7 | სამხრეთი კორეა | 2–0 | 4–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010 |
4 | 3–1 | ||||||
5 | 4–1 | ||||||
6 | 27 ივნისი, 2010 | FNB Stadium, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა | 8 | მექსიკა | 2–0 | 3–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010 |
7 | 7 სექტემბერი, 2010 | ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | 11 | ესპანეთი | 2–0 | 4–1 | ამხანაგური |
8 | 16 ივლისი, 2011 | Estadio Brigadier General Estanislao López, სანტა-ფე, არგენტინა | 16 | ურუგვაი | 1–1 | 1–1 (4–5 პენ.) | კოპა ამერიკა 2011 |
9 | 6 სექტემბერი, 2011 | Bangabandhu National Stadium, დაკა, ბანგლადეში | 18 | ნიგერია | 1–0 | 3–1 | ამხანაგური |
10 | 7 ოქტომბერი, 2011 | ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | 19 | ჩილე | 1–0 | 4–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო |
11 | 3–0 | ||||||
12 | 4–1 | ||||||
13 | 2 ივნისი, 2012 | ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | 24 | ეკვადორი | 2–0 | 4–0 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო |
14 | 7 სექტემბერი, 2012 | Estadio Mario Alberto Kempes, კორდოვა, არგენტინა | 27 | პარაგვაი | 2–1 | 3–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო |
15 | 11 სექტემბერი, 2012 | Estadio Nacional de Lima, ლიმა, პერუ | 28 | პერუ | 1–1 | 1–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო |
16 | 16 ოქტომბერი, 2012 | Estadio Nacional Julio Martínez Prádanos, სანტიაგო, ჩილე | 30 | ჩილე | 2–0 | 2–1 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო |
17 | 6 თებერვალი, 2013 | Friends Arena, სოლნა, შვედეთი | 31 | შვედეთი | 3–1 | 3–2 | ამხანაგური |
18 | 22 მარტი, 2013 | ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | 32 | ვენესუელა | 2–0 | 3–0 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 საკვალიფიკაციო |
19 | 3–0 | ||||||
20 | 14 აგვისტო, 2013 | სტადიო ოლიმპიკო, რომი, იტალია | 34 | იტალია | 1–0 | 2–1 | ამხანაგური |
21 | 5 ივლისი, 2014 | Estádio Nacional Mané Garrincha, ბრაზილია, ბრაზილია | 41 | ბელგია | 1–0 | 1–0 | მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 |
22 | 14 ოქტომბერი, 2014 | ჰონგ-კონგის სტადიონი, ვან ჩა, ჰონგ-კონგი | 45 | ჰონგ-კონგი | 2–0 | 7–0 | ამხანაგური |
23 | 4–0 | ||||||
24 | 20 ივნისი, 2015 | Estadio Sausalito, ვინა დელ მარი, ჩილე | 50 | იამაიკა | 1–0 | 1–0 | კოპა ამერიკა 2015 |
25 | 30 ივნისი, 2015 | Estadio Municipal de Concepción, კონსეფსიონი, ჩილე | 51 | პარაგვაი | 6–1 | 6–1 | კოპა ამერიკა 2015 |
26 | 28 მაისი, 2016 | Estadio San Juan del Bicentenario, სან-ხუანი, არგენტინა | 57 | ჰონდურასი | 1–0 | 1–0 | ამხანაგური |
27 | 18 ივნისი, 2016 | ჯილეტის სტადიონი, ფოქსბორო, ამერიკის შეერთებული შტატები | 61 | ვენესუელა | 1–0 | 4–1 | კოპა ამერიკა 2016 |
28 | 2–0 | ||||||
29 | 21 ივნისი, 2016 | NRG Stadium, ჰიუსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები | 62 | აშშ | 3–0 | 4–0 | კოპა ამერიკა 2016 |
30 | 4–0 |
რეკორდები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.