From Wikipedia, the free encyclopedia
ბრონქსული ისტორია (ინგლ. A Bronx Tale) — 1993 წლის ამერიკული ფილმი, რობერტ დე ნიროს სარეჟისორო დებიუტი. დე ნირო ამავდროულად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. დე ნირომ ფილმი მიუძღვნა თავის მამას, რობერტ დე ნირო უფროსს.
„ბრონქსული ისტორია“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | რობერტ დე ნირო |
პროდიუსერი | ჯეინ როზენტალი, ჯონ კილიკი, რობერტ დე ნირო |
სცენარის ავტორი | ჩაზ პალმინტერი |
ნაწარმოები |
ბრონქსული ისტორია — ჩაზ პალმინტერი |
როლებში |
ჩაზ პალმინტერი რობერტ დე ნირო |
ოპერატორი | რეინალდო ვილალობოსი |
მონტაჟი | დევიდ რეი, რობერტ ლოვეტი |
სტუდია | TriBeCa Productions |
დისტრიბუტორი | Price Entertainment, Penta Entertainment |
გამოსვლის თარიღი | 29 სექტემბერი, 1993 |
ხანგრძლივობა | 120 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $10 მლნ |
შემოსავალი | $17 287 898 |
ნიუ-იორკის იტალიურ კვარტალში, ბრონქსის უბან ფორდჰემში იზრდება ბიჭი კალოჯერო. მისის მამა ავტობუსის მძღლია და პატიოსანი შრომით გამოიმუშავებს ფულს. კალოჯერო უნებლიეთ მკვლელობის ერთადერთი მოწმე გახდება. კალოჯერი არ დაასმენს ადგილობრივ მაფიოზს, სანის. სანი კალოჯეროს პატრონაჟს დაიწყებს, რასაც კალოჯეროს მამა, ლორენცო სასტიკად ეწინააღმდეგება.
ფილმი დაფუძნებულია ჩაზ პალმინტერის წიგნზე, რომელიც ეხება ბრონქსში გატარებული მის ბავშვობას. პალმინტერის მანამ არ გასცა საკუთარი პიესის ეკრანიზაციის უფლება, სანამ თავად არ გახდა სცენარისტი და არ მიიღო ერთ-ერთი მთავარი როლი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.