ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ბრილი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ბურნეულის (ჭერათხევის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ხაშურიდან 24 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 156 კომლი, სულ 468 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
ბრილი | |
![]() | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალი |
კოორდინატები | 42°04′32″ ჩ. გ. 43°36′32″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 313[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 475 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 313 კაცი, საიდანაც 158 მამაკაცია, ხოლო 155 ქალი.[1]
სოფელ ბრილში ნაპოვნია X საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში „ბრილის ჯვარი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით: ეკლესია ბერისა, სომხების საყდარი, ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია და ფერისცვალების ეკლესია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.