ახშანი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ახშანი[2] — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემი). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ღურულაზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი), თელავი-ახმეტის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 550 მეტრ სიმაღლეზე, ახმეტიდან 11 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ახშანი | |
სოფელი ახშანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქისტაური |
კოორდინატები | 41°59′04″ ჩ. გ. 45°18′51″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 550 მ |
მოსახლეობა | 236[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 236 ადამიანი.
გორისჯვარი — IX საუკუნის II ნახევრის სამნავიანი ბაზილიკა სოფლიდან 1 კილომეტრზე. კომპლექსში შედის სამრეკლო და გალავანი. ბაზილიკა რიყის ქვებითაა ნაგები, ალაგ-ალაგ გამორეულია შირიმის ქვა, შეკეთებულია აგურით. სამრეკლო, დასავლეთის კედლის მხატვრობა და მოხატულობის ფრაგმენტები სავარაუდოდ ეკუთვნის XV-XVI საუკუნეებს.
სოფელში დღესდღეობით ცხოვრობენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: მაისურაძეები, დუდაურები[4], ლაჩაშვილები, იმერლიშვილები, ფიცხელაურები...
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.