From Wikipedia, the free encyclopedia
არაქთოსი (ბერძნ. Άραχθος) — მდინარე საბერძნეთში (ეპირი). სათავე აქვს პინდის მთებში. სიგრძე 110 კმ. გაედინება არტის პრეფექტურაში და ასევე არაქთოსის კაშხალში, რომლის ფართობია 20 კმ². წყლით უზრუნველყოფს ეპირის დიდ ნაწილს. მდინარე ქვიანია, შესართავი სანაპირო ვაკეა და იონიის ზღვას ერთვის მინდვრისა და ჭაობების რაიონში. საშუალო წლიური ხარჯი 61 მ³/წმ (სხვა ცნობით 69,8 მ³/წმ).[1]
არაქთოსი | |
---|---|
ქვეყანა | საბერძნეთი |
ქალაქები | არტა |
სათავე |
პინდის მთები |
შესართავი |
იონიის ზღვა 39°00′42″ ჩ. გ. 21°03′47″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საბერძნეთი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 110 კმ |
აუზის ფართობი | 1.894 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
არაქთოსი ვიკისაწყობში |
წარსულში მდინარე არაქთოსი ითვლებოდა სასაზღვრო მდინარედ საბერძნეთსა და ეპირს შორის. მოსაზღვრე ქალაქი იყო ამბრაკია (Ambracia) დღევანდელი არტა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.