იონიის ზღვა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Remove ads
იონიის ზღვა — მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და ადრიატიკის ზღვის სამხრეთით. ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს იტალიის რეგიონები — კალაბრია და სიცილია, აქვე მდებარეობს იტალიის ნახევარკუნძული სალენტოც. იონიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ალბანეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — მნიშვნელოვანი კუნძულები, რომლებიც საბერძნეთს ეკუთვნის, მათგან აღსანიშნავია: კერკირა, ზაკინფი, კეფალინია, ითაკა და ლეფკასი. საბერძნეთის შემადგენლობაშივე შედის იონიის კუნძულების არქიპელაგიც. იონიის ზღვა მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური სეისმურ ზონაში.

იონიის ზღვის ფართობია — 169 ათასი კმ ², მაქსიმალური სიღრმე — 5121 მ, ეს არის ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ღრმა ადგილიც. თებერვალში ზღვის ტემპერატურა შეადგენს — 14 °C, ხოლო აგვისტოში — 25,5 °C. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია:36°34′ ჩ. გ. 21°08′ ა. გ..[1][2]
Remove ads
გეოგრაფია


განფენილობა
საერთაშორისო ჰიდროლოგიური ორგანიზაცია მის საზღვრებს შემდეგნაირად განსაზღვრავს:[3]
ჩრდილოეთით. ალბანეთში მდებარე მდინარე ბუტრინტის შესართავიდან (39°44'N), კარაგოლის კონცხამდე კერკირამდე (39°45'N), სანაპირო ზოლის გასწვრივ კერკირადან კაფალის კონცხამდე (39°45'N) და შემდგომ სანტა-მარიდე-ლუჩიას კონცხამდე იტალიაში.
აღმოსავლეთით. ალბანეთში მდებარე მდინარე ბუტრინტის შესართავიდან (39°44'N) ქვემოთ სანაპირო ზოლის გაყოლებით მატაპანის კონცხამდე.
დასავლეთით. მატაპანის კონცხიდან პასეროს კონცხამდე, სიცილიის უკიდურესი სამხრეთი წერტილი.
სამხრეთით. სიცილიის სამხრეთ სანაპირო და იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო სანტა-მარიდე-ლუჩიას კონცხამდე.
ღირსშესანიშნაობები
სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთით, შემდეგ ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით:
- სირაკუზა, პორტი (სამხრ.-ით)
- კატანია, პორტი (სამხრ.-ით)
- ტარანტო, პორტი (ჩრდ.-ით)
- სარანდა, პორტი და სანაპირო (ჩრდ.-აღმ.-ით)
- პარგა, მცირე პორტი
- პრევეზა, პორტი, (აღმ.-ით)
- ანტიკური პალეროსი
- ასტაკოსი
- ფისკარდო, მცირე პორტი
- კერი
- ზახარო, სანაპირო და ტერმინალი
- მეთონი, მცირე პორტი და სანაპირო
- იონიის კუნძულები
ყურეები და სრუტეები
- მესინის სრუტე, (სამხრ.-ით)
- კატანიის ყურე, (სამხრ.-ით)
- ტარანტოს ყურე, (ჩრდ.-დას.)
- ამბრასინის ყურე, (აღმ.-ით)
- პატრასის ყურე, აკავშირებს კორინთოს ყურეს, (სამხრ.-აღმ.-ით)
- კიპარისიის ყურე, (სამხრ.-აღმ.-ით)
- მესინის ყურე, (სამხრ.-აღმ.-ით)
- ლაკონიის ყურე, (სამხრ.-აღმ.-ით)
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- Preveza Weather Station SV6GMQ - ამინდის არსებული მდგომარეობა დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისურად და ბერძნულად)
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads