ეპირი (ძვ. ბერძნ. Ἤπειρος, ბერძნ. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აკრავს იონიის ზღვა. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა 358 698 კაცი (2005 წ.). წარმოადგენს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიას, გეოგრაფიულ ერთეულსა და რაიონს.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეპიროსი.
სწრაფი ფაქტები ოლქი, ქვეყანა ...
დახურვა

მოიცავს არტის, პრევეზის, თესპროტიისა და იანინის ნომებს. მთავარი ქალაქია იანინა. ეპირის ზედაპირი მთიანია (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ, მთა ზმოლიკასი). სამხრეთ სანაპიროზე ამბრაკიის ვაკეა. ჰავა და მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა.

ძველი ბერძნები ეპირს საერთოდ კონტინენტს უწოდებდნენ, თანდათანობით ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბოლოოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის დასავლეთ ოლქს ეწოდა, ეპირი ძველთაგანვე ბერძნული წარმოშობის ტომებით ყოფილა დასახლებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ტომების შემოსევების შედეგად ისინი სამხრეთით გადასახლებულან, აქ კი ილირიელების მონათესავე ტომები დამკვიდრებულან. ისტორიულ ხანაში ეპირში სახლობდნენ ქაონები, თესპროტები, მოლოსები. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ეპირის ტერიტორიაზე კოლონიებს აარსებს კორინთი.

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოლოსების მეფე პიროსმა ეპირში ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის 198 წ. ეპირი მაკედონიის შემადგენლობაში შევიდა, ძვ. წ. 146 რომმა დაიპყრო. ავგუსტუსმა აქციუმთან გამარჯვების აღსანიშნავად ეპირში ქალაქი ნიკოპოლისი დააარსა.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ეპირი ბიზანტიას ეკუთვნოდა, XV საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით 1881 ეპირის ნაწილი — არტის ნომისაბერძნეთს შეუერთდა. ბალკანეთის ომების (1912-1913 წწ.) შემდეგ მთელი ეპირი საბერძნეთის შემადგენლობაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.