From Wikipedia, the free encyclopedia
ავლევი[2] — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კნოლევი, ცერონისი). მდინარე შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი ქარელიდან 22 კილომეტრი.[3]
სოფელი | |
---|---|
ავლევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ავლევი |
კოორდინატები | 42°08′15″ ჩ. გ. 43°46′39″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 349[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,7 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში 1909 წელს ცნობილი ქართველი მეცნიერის კონსტანტინე ამირაჯიბის (1869-1948 წლებში) თაოსნობით გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა, მოსწავლეთა პირველი გამოშვება მოხდა 1915 წელს. ამჟამად სკოლის შენობის ადგილზე შენდება კონსტანტინე ამირაჯიბის სახლ-მუზეუმი.[4]
შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ ავლევში მიაკვლია ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორებს.[5]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 349 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.