![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c6/Vampire_Weekend_Red_Rocks_05.20.13.jpg/640px-Vampire_Weekend_Red_Rocks_05.20.13.jpg&w=640&q=50)
Vampire Weekend
From Wikipedia, the free encyclopedia
Vampire Weekend — ამერიკული როკ-ჯგუფი ნიუ-იორკიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 2006 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ვოკალისტი და გიტარისტი ეზრა კენიგი, დრამერი კრის ტომსონი და ბას გიტარისტი და ვოკალისტი კრის ბაიო. ჯგუფის პირველი ალბომი Vampire Weekend გამოვიდა 2008 წელს რამდენიმე სინგლთან ერთად: „Mansard Roof“, „A-Punk“, „Oxford Comma“, „Cape Cod Kwassa Kwassa“ და „The Kids Don't Stand a Chance“. მეორე ალბომი Contra კი, 2 წლის შემდეგ, 2010 წელს გამოვიდა, რომელმაც წინა ალბომის მსგავსად მიაღწია დიდ კომერციულ წარმატებას. ჯგუფის მესამე ალბომმა Modern Vampires of the City, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში.[1]
სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, წარმოშობა ...
Vampire Weekend | |
---|---|
![]() Vampire Weekend-ი Red Rocks Amphitheatre-ზე 2013 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ინდი-როკი, ინდი-პოპი, ალტერნატიული როკი |
აქტიური | 2006 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | XL |
წევრები |
ეზრა კენიგი კრის ტომსონი კრის ბაიო |
ყოფილი წევრები | როსტამ ბატმანგლიჯი |
საიტი | |
Vampire Weekend ვიკისაწყობში |
დახურვა