From Wikipedia, the free encyclopedia
The Black Keys — ამერიკული როკ-დუეტი, ჩამოყალიბებული 2001 წელს აკრონში, ოჰაიო. ჯგუფში შედიან: დენ აუერბახი (გიტარა, ვოკალი) და პატრიკ კარნი (დრამი). თავდაპირველად დუეტი წარმოადგენდა ინდი-პროექტს, დამოუკიდებლად წერდნენ მუსიკას და გამოსცემდნენ ჩანაწერებს, სანამ 2010-იან წლებში, ჟანრების აღორძინების მეორე ტალღის დროს, საბოლოოდ არ დაიმკვიდრეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერიჯ-როკის შემსრულებლის სახელი. ჯგუფის ბლუზ-როკ ჟღერადობა, უმეტესწილად, გამომდინარეობს აუერბახზე ბლუზის გავლენიდან, მათ შორის ჯუნიორ კიმბროს, ჰაულინ ვულფის და რობერტ ჯონსონის.[1][2]
The Black Keys | |
---|---|
The Black Keys გამოსვლაზე ოსტინში, 2010 წელი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | აკრონი, ოჰაიო, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | გერიჯ-როკი, ბლუზ-როკი, ინდი-როკი |
აქტიური | 2001–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Alive, Fat Possum, Nonesuch, V2, Warner Bros. |
წევრები |
დენ აუერბახი პატრიკ კარნი |
საიტი | theblackkeys |
The Black Keys ვიკისაწყობში |
ბავშვობის მეგობრებმა, აუერბახმა და კერნიმ, ჩამოაყალიბეს ჯგუფი კოლეჯის დატოვების შემდეგ.[3] ინდი–ლეიბლ Alive-თან გარიგების შემდეგ გამოვიდა სადებიუტო ალბომი, The Big Come Up (2002), რომელმაც მოუპოვა მათ ახალი ხელშეკრულება Fat Possum Records-თან. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში Black Keys-მა გაიჩინა უამრავი თაყვანისმცემელი ანდერგრაუნდში — პატარა კლუბებში ფართო ტურების, ალბომების ხშირი გამოცემის და მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობის საშუალებით. მათმა მესამე ალბომმა, Rubber Factory (2004), კარგი შეფასებები მიიღო და სახელი მოუხვეჭა ჯგუფს, რამაც შედეგად მიიყვანა მსხვილ ლებლთან, Nonesuch Records-თან, ხელშეკრულებამდე 2006 წელს. პირველი ოთხი ალბომის კუსტარულ სტუდიებში დამოუკიდებელი ჩაწერის და პროდიუსირების შემდეგ, დუეტმა დაასრულა Attack & Release (2008) პროფესიონალურ სტუდიაში და დაიქირავა პროდიუსერი Danger Mouse, რომელმაც შემდეგ მრავალჯერ ითანამშრომლა ჯგუფთან.
2010 წელს ჯგუფს კომერციული წარმატება მოუტანა ალბომმა Brothers, რომელშიც შევიდა პოპულარული, სამი გრემის ჯილდოს მფლობელი სინგლი „Tighten Up“.[4] 2011 წლის ალბომმა, El Camino-მ, მიიღო კარგი შეფასებები და მიაღწია მეორე პოზიციას ჩარტში ბილბორდ 200,[5] რასაც ჯგუფის კარიერაში პირველი საკონცერტო ტურნე, El Camino Tour, მოჰყვა. ალბომმა და მისმა პოპულარულმა სინგლმა, „Lonely Boy“, მოიპოვა სამი გრემის ჯილდო. 2014 წელს მათ გამოუშვეს მერვე ალბომი, Turn Blue, მათი პირველი ჩანაწერი, რომელმაც უმაღლეს პოზიციას მიაღწია აშშ–ის, კანადის და ავსტრალიის ჩარტებში.[6][7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.