Radiohead-ის ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
The Bends — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1995 წლის 13 მარტს. იგი ჩაწერილია ცნობილი პროდიუსერების, ნაიჯელ გოდრიჩისა და ჯონ ლეკის ხელმძღვანელობით. ალბომი ეძღვნება კომიკოს ბილ ჰიკსს [10].
The Bends | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 13 მარტი 1995 | |||
ჩაიწერა |
1992–1993 („High and Dry“) აგვისტო-ნოემბერი 1994 | |||
სტუდია | ები-როუდის სტუდიები, RAK Studios, ლონდონი და The Manor, ოქსფორდშირი | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, ინდი-როკი | |||
ხანგრძლივობა | 48:33 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი | ჯონ ლეკი, ნაიჯელ გოდრიჩი, Radiohead | |||
Radiohead — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Bends | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
რობერტ კრისტგოუ | (C)[2] |
Entertainment Weekly | (B+)[3] |
Blender | |
The Independent | (კეთილგანწყობილი)[4] |
IGN | (9.2/10)[5] |
Pitchfork Media | (10/10)[6] |
Rolling Stone | [7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Record Collector | [9] |
ამერიკული ტურის დასრულების შემდეგ Radiohead-მა მეორე ალბომზე მუშაობა ები-როუდის სტუდიაში, პროდიუსერ ჯონ ლეკისთან თანამშრომლობით დაიწყო. დაძაბულობა დიდი იყო – თუნდაც ის მცირე წარმატება, რაც ჯგუფმა ამ პერიოდში მოიპოვა, მხოლოდ აჩქარებდა მომდევნო ალბომის მოლოდინს. ჯგუფის წევრები დაუღალავად მუშაობდნენ და მაინც უკმაყოფილო რჩებოდნენ, რადგან მათივე აზრით სიმღერები “ჯერ საკმარისად კარგი” არ იყო. ზეწოლის ჩასაცხრომად ჯგუფმა ავსტრალიასა და შორეულ აღმოსავლეთში ტურები მოაწყო . ამან ცუდად იმოქმედა ტომ იორკზე, რომელსაც სულაც არ სიამოვნებდა MTV-ს ჭყეტელა ეკრანზე საკუთარი თავის ხილვა. 1994 წელს გამოშვებული My Iron Lung, რომელიც ამავე სახელწოდების სინგლში შედიოდა, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ალბომიდან Pablo Honey იმ სიღრმემდე, რაც Radiohead-ის მეორე ალბომში იქნა წარმოდგენილი. სინგლი ანდერგრაუნდული რადიო სადგურების მეშვეობით ტრიალებდა, რამაც გაყიდვების მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ამან Radiohead-ის გულშემატკივართა პატარა ჯგუფსაც მოუყარა თავი. ჩაწერა 1994 წლის ბოლოს დასრულდა. 1995 წლის მაისში კი ახალი ალბომი, The Bends გამოვიდა.
მაშინ როდესაც მედიის ყურადღება მთლიანად ბრიტპოპისკენ იყო მიმართული, Radiohead-ს არავინ უწინასწარმეტყველებდა დიდ წარმატებას. ამის მიუხედავად ალბომმა The Bends სამშობლოში გაიბრწყინა – სხვადასხვა რეიტინგები წყალობდნენ სამი გიტარისტის მიერ შექმნილ ჰაეროვან მუსიკას, რომელსაც იორკის ემოციური ფალცეტი და კლავიშებიანი ინსტრუმენტის ხმოვანება ამშვენებდა. მეორე ალბომში ტრანსფორმაცია განიცადა თავად სიმღერის ლირიკამაც – ტომ იორკი უკვე მასშტაბურ და მნიშვნელოვან თემებს ეხება, რითაც გარკვეულწილად აყალიბებს იმ მუსიკალურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ჯგუფის მომავალი სტილი განისაზღვრა. ამის ნათელი დადასტურება ის ფსიქოლოგიური სარჩულია რაც ამ და შემდგომი პერიოდის ვიდეო კლიპებშია ასახული. ჯემი ტრეივსის გადაღებულმა “Just” ბევრს ახალი კუთხით დაანახა ეს ოქსფორდელი ბიჭებით დაბოქს-სეტებული ჯგუფი. ამასთან, აღსანიშნავია ულამაზესი, შავ-თეთრი “მეოცნებე” “Street Spirit” (რეჟის. ჯონათან გლეიზერი), სადაც მუსიკის რითმი ჰარმონიულად ეწყობა კლიპის გმირების ინერტულ მოძრაობებს. ყოველივე ამასთან ერთად, The Bends ასახავს იმას რაც ასე ძლიერ აწუხებდა ჯგუფის თითოეულ წევრს – მომქანცველი რუტინა და ის სევდა რაც ხალხის მიერ მათი ხელოვნებისადმი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. ეს ძალზე კარგად ჩანს სიმღერაში “Bullet Proof I Wish I Was”, რომლის შემდეგაც ტომ იორკს მომდევნო “როკ-ენ-როლის წამებული” შეარქვეს, კურტ კობეინისა და რიჩი ჯეიმზის შემდეგ. ასევე სიმბოლურია ალბომის ყდაც, რომელზეც Radiohead-ის დიზაინერმა სტენლი დონვუდმა იორკთან ერთად იმუშავა. თავდაპირველად ტომს სურდა ალბომზე ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოსახვა(ინგლ. iron lung), მაგრამ რადგან სურათი დაკარგა, დონვუდმა ბოლო წუთებში გამოიყენა მედიკოსების ფიტული რომელიც ტომ იორკის სახეს “მიაკერა”.
მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც ძირითადად Radiohead-ის არაკომერციული მუსიკისადმი იყო მიმართული, ალბომმა 30 საუკეთესო ჰიტს შორის კუთვნილი ადგილი მოუტანა ჯგუფს და ბესტსელერად აქცია საკუთარ სამშობლოში. მოგვიანებით ჯონი გრინვუდმა განაცხადა, რომ წარმატებამ რომელიც The Bends მოჰყვა, საკუთარ ძალებში რწმენა შემატა Radiohead-ს, რაც საბოლოოდ გამყარდა სინგლით “Street Spirit (Fade Out)”, რომელიც #5 გახდა ბრიტანეთის რეიტინგებში.
1995 წლის ზაფხული Radiohead-მა დაიწყო საკონცერტო ტურნეთ ჯგუფთან R.E.M., რომელიც მაშინდელი პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ როკ-ჯგუფად ითვლებოდა, და რომლის გავლენამაც დიდი როლი ითამაშა Radiohead-ის ჩამოყალიბებაში. კონცერტის გახსნისას მაიკლ სტაიპმა (ჯგუფი R.E.M. წამყვანი ვოკალისტი) ასეთი კომენტარი გააკეთა: “Radiohead იმდენად კარგია რომ ცოტა მაშინებს კიდეც”. ერთი მხრივ ცნობილი გულშემატკივრების შეფასებამ, ხოლო მეორე მხრივ, კლიპებმა “Just” და “Street Spirit” თავისი სიტყვა თქვეს – Radiohead ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.
ყველა სიმღერის ავტორი — კოლინ გრინვუდი, ჯონი გრინვუდი, ედ ო’ბრაიენი, ფილ სელუეი და ტომ იორკი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Planet Telex“ | 4:19 |
2. | „The Bends“ | 4:06 |
3. | „High and Dry“ | 4:17 |
4. | „Fake Plastic Trees“ | 4:50 |
5. | „Bones“ | 3:09 |
6. | „(Nice Dream)“ | 3:53 |
7. | „Just“ | 3:54 |
8. | „My Iron Lung“ | 4:36 |
9. | „Bullet Proof..I Wish I Was“ | 3:28 |
10. | „Black Star“ | 4:07 |
11. | „Sulk“ | 3:42 |
12. | „Street Spirit (Fade Out)“ | 4:12 |
სპეციალური საკოლექციო გამოცემა, დისკი 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Trickster“ | 4:42 |
2. | „Punchdrunk Lovesick Singalong“ | 4:41 |
3. | „Lozenge of Love“ | 2:16 |
4. | „Lewis (Mistreated)“ | 3:20 |
5. | „Permanent Daylight“ | 2:49 |
6. | „You Never Wash Up After Yourself“ | 1:45 |
7. | „Maquiladora“ | 3:27 |
8. | „Killer Cars“ | 3:04 |
9. | „India Rubber“ | 3:26 |
10. | „How Can You Be Sure?“ | 4:22 |
11. | „Fake Plastic Trees“ (აკუსტიკური) | 4:42 |
12. | „Bullet Proof..I Wish I Was“ (აკუსტიკური) | 3:35 |
13. | „Street Spirit (Fade Out)“ (აკუსტიკური) | 4:26 |
14. | „Talk Show Host“ | 4:41 |
15. | „Bishop's Robes“ | 3:25 |
16. | „Banana Co.“ | 2:22 |
17. | „Molasses“ | 2:28 |
18. | „Just“ (BBC Radio One-ის სესია - 14 სექტემბერი 1994) | 3:46 |
19. | „Maquiladora“ (BBC Radio One-ის სესია - 14 სექტემბერი 1994) | 3:30 |
20. | „Street Spirit (Fade Out)“ (BBC Radio One-ის სესია - 14 სექტემბერი 1994) | 4:22 |
21. | „Bones“ (BBC Radio One-ის სესია - 14 სექტემბერი 1994) | 3:03 |
სპეციალური საკოლექციო გამოცემა, DVD | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „High and Dry“ (ბრიტანული ვერსია) | |
2. | „High and Dry“ (აშშ ვერსია) | |
3. | „Fake Plastic Trees“ | |
4. | „Just“ | |
5. | „Street Spirit (Fade Out)“ | |
6. | „Bones“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
7. | „Black Star“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
8. | „The Bends“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
9. | „My Iron Lung“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
10. | „Maquiladora“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
11. | „Fake Plastic Trees“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
12. | „Just“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
13. | „Street Spirit (Fade Out)“ (ჩაწერილია ლონდონის Astoria-ში, 27 მაისი 1994) | |
14. | „My Iron Lung“ (2 Meter Session, ჰოლანდია, 27 თებერვალი 1995) | |
15. | „High and Dry“ (2 Meter Session, ჰოლანდია, 27 თებერვალი 1995) | |
16. | „Fake Plastic Trees“ (2 Meter Session, ჰოლანდია, 27 თებერვალი 1995) | |
17. | „Street Spirit (Fade out)“ (2 Meter Session, ჰოლანდია, 27 თებერვალი 1995) | |
18. | „The Bends“ (Later... with Jools Holland, 27 მაისი 1995) | |
19. | „High and Dry“ (Later... with Jools Holland, 27 მაისი 1995) | |
20. | „High and Dry“ (Top of the Pops, 9 მარტი 1995) | |
21. | „Fake Plastic Trees“ (Top of the Pops, 1 ივნისი 1995) | |
22. | „Street Spirit (Fade Out)“ (Top of the Pops, 1 თებერვაკი 1996) |
ჩარტები
|
სერტიფიცირებები
|
ქვეყანა | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | ნომერი კატალოგში |
---|---|---|---|---|
ბრიტანეთი | 13 მარტი 1995 | Parlophone | კომპაქტ დისკი | CDPCS 7372 |
გრამფირფიტა | PCS 7372 | |||
აშშ | 4 აპრილი 1995 | Capitol | კომპაქტ დისკი | CDP 7243 8 29626 2 5 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.