From Wikipedia, the free encyclopedia
Revival (სტილიზებული, როგორც RƎVIVAL) — ამერიკელი რეპერ ემინემის მეცხრე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2017 წლის 15 დეკემბერს, ლეიბლებზე Aftermath Entertainment, Shady Records და Interscope Records.[3]
Revival | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 დეკემბერი, 2017 | |||
ჩაიწერა | 2016–2017 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 77:39 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი |
| |||
ემინემი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Revival | ||||
|
ალბომის ჩაწერა მიმდინარეობდა 2016–2017 წლებში, სხვადასხვა სტუდიაში, ხოლო თანაპროდიუსერების სახით მასზე, სხვებთან ერთად, მუშაობდნენ რიკ რუბინი, სკაილარ გრეი, თავად ემინემი და აღმასრულებელი პროდიუსერი Dr. Dre.[4] დამატებითი შემსრულებლების სახით ჩაწერაში მონაწილეობდნენ ბიონსე ნოულსი, Phresher, ედ შირანი, ალიშა კისი, X Ambassadors, სკაილარ გრეი, კეილანი და პინკი.
ალბომის პირველი სინგლი, „Walk on Water“, ჩაწერილი ბიონსესთან ერთად, გამოვიდა 2017 წლის 10 ნოემბერს. პრომო-სინგლი „Untouchable“, გამოვიდა 8 დეკემბერს, ალბომის გამოსვლამდე ერთი კვირით. 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მეორე ოფიციალური სინგლი იქნებოდა „River“, ჩაწერილი ედ შირანის თანამონაწილეობით.[5]
Revival გამოსვლისთანავე მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე და ამ ჰიტ-აღლუმში იქცა საშობაო პერიოდის #1 ალბომად.[6]
ემინემმა ალბომზე მუშაობის შესახებ პირველად ისაუბრა „Campaign Speech“-ის Twitter-ზე ხსენებისას, 2016 წლის ოქტომბერში: „მშვიდად. ალბომზე ვმუშაობ! ამასობაში ამას მოუსმინეთ.“[7] ხმები შემდეგი ალბომის გამოშვების თარიღის შესახებ გავრცელდა 2016 წლის დასაწყისში. არსებობდა ინფორმაცია, თითქოს დისკი 2017 წლის იანვარში გამოვიდოდა, სახელწოდებით Success.[8] აგრეთვე გავრცელდა სიმღერების ყალბი სია.[9] 2017 წლის თებერვალში და მარტში ამას დაემატა ხმები რედინგში, გლაზგოში და ლიდსში რეპერის დაგეგმილი კონცერტების შესახებ.[10][11] სხვადასხვა სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ამ გამოსვლის გამო აუცილებელი იყო ახალი მასალის მომზადება, რათა ემინემი ახალი მასალით გამოსულიყო.[12]
2017 წლის 10 ოქტომბერს BET-ის ჰიპ-ჰოპ დაჯილდოებაზე ემინემმა შეასრულა იმპროვიზაციული „The Storm“, გააკრიტიკა რა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.[13] ვიდეო-ჩანაწერი ამ გამოსვლით ვირუსული გახდა. YouTube-ზე კვირების განმავლობაში ნახვების რაოდენობამ მილიონებს გადააჭარბა. 16 დეკემბრისთვის მისი ნახვების რაოდენობამ 41 მილიონს, ხოლო მოწონებების რაოდენობა 1.1 მილიონს აღემატებოდა.[14]
2017 წლის 25 ოქტომბერს რეპერის მენეჯერმა პოლ როზენბერგმა Yelawolf-ის Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა Trial by Fire-ის ფოტოსურათი.[15] უკანა ფონზე წარმოდგენილი იყო პრეპარატი დასახელებით „Revival“. მსმენელებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ამ დასახელებაში E იყო შებრუნებული და სტილიზებული, როგორც ემინემის წინა ლოგოები. იქვე მითითებული საიტის მისამართზე შესვლიდან შეიძლებოდა რამდენიმე დასკვნის გამოტანა. საიტზე გამოქვეყნებული იყო პრეპარატის პრომო-ვიდეო[16], აგრეთვე აშკარა იყო სიმღერების „Lose Yourself“, „Sing for the Moment“, „Brain Damage“, „Fack“, „Role Model“ და „Any Man“ ციტირებები. საიტის თანახმად, „Revival“ განკუთვნილი იყო Atrox Rithimus-ისთვის, ჯანმრთელობის არარსებული მდგომარეობისთვის. ლათინურიდან ამ ფრაზის თარგმანი ჟღერს, როგორც „საშინელი რითმა“.[17] ეს საიტი აგრეთვე ეკუთვნის ემინემის ერთ-ერთ ლეიბლს, Interscope Records.[18] „Revival“-თან მითითებული სატელეფონო ნომრის აკრეფისას ჟღერს Dr. Dre-ს „I Need a Doctor“-ის მელოდია.[19] ამ მითითებებით მსმენელები მიხვდნენ, რომ ალბომის სახელწოდება იქნებოდა Revival. იგი ჟღერადობით ემთხვეოდა ორი სხვა ალბომის სახელწოდებებს – Relapse-ს და Recovery-ს.
ალბომის გამოცემის თარიღი რამდენიმეჯერ იყო ნახსენები და მსმენელები ცდილობდნენ ზუსტი თარიღის დადგენას. 28 ნოემბერს როგორც Dr. Dre-ს, ასევე ემინემის სოციალურ მედიაში არსებულ ანგარიშებზე გამოქვეყნდა ზუსტი თარიღი – 15 დეკემბერი. დადასტურდა ისიც, რომ პრეპარატი გამოგონილი იყო სარეკლამო კამპანიისთვის.[20] 5 დეკემბერს გამოქვეყნდა სიმღერების სრული სია. მის მიხედვით, ალბომის ჩაწერაში მიწვეული შემსრულებლების სახით მონაწილეობდნენ Phresher, ედ შირანი, სკაილარ გრეი, ალიშა კისი, X Ambassadors, პინკი და კეილანი[21].
2017 წლის 7 დეკემბერს ალბომის გარეკანი გამოქვეყნდა და პროეცირებული იქნა დეტროიტში მდებარე ერთ-ერთ შენობაზე. იმავე საღამოს პრომო-სინგლის სახით გამოვიდა სიმღერა „Untouchable“, ხოლო iTunes-ზე ხელმისაწვდომი გახდა ალბომის წინასწარი შეკვეთა[22].
8 ნოემბერს ემინემმა გამოაქვეყნა სურათი ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით, ფრაზებით „Walk on Water“ და „Take as needed“ (მიიღეთ საჭიროების მიხედვით).[23] ექიმის რეცეპტს ახლდა Revival-ის ლოგო. წარმოიშვა ვარაუდი, რომ პირველი სიმღერის სახელწოდება სწორედ „Walk on Water“ იქნებოდა.[24][25][26] 9 ნოემბერს პოლ როზენბერგმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დადასტურდა, რომ „Revival“ უკავშირდებოდა „Walk on Water“-ს. სიმღერა 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.[27][28] ემინემის YouTube-ის არხზე აიტვირთა აუდიოჩანაწერიც. 16 დეკემბრისთვის ვიდეოს ნახვების რაოდენობა 50 მილიონს, ხოლო მოწონებების რაოდენობამ 1.1 მილიონს გადააჭარბა.[29]
აშშ-ში „Walk on Water“ გამოსვლისთანავე მოხვდა Billboard Hot 100-ის #14 პოზიციაზე და ორივე შემსრულებლის კარიერაში ამ ჩარტში 57-ე სინგლი იყო. ემინემმა იგი პირველად შეასრულა MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების 2017 წლის ცერემონიაზე, 12 ნოემბერს, სკაილარ გრეის მონაწილეობით.[30] 18 ნოემბერს სიმღერა ორივემ აგრეთვე შეასრულა Saturday Night Live-ში.[31] საკუთარ საიტზე ემინემმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ ახალ სინგლს გამოსცემდა 8 დეკემბერს. „Untouchable“-ში, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდა, ჟღერს დუეტ Cheech & Chong-ის სიმღერის „Earache My Eye“ სემპლი[32].
2017 წლის 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ალბომის შემდეგ სინგლი იქნებოდა „River“, ჩაწერილი ედ შირანის მონაწილეობით. სინგლის გამოცემის თარიღი უცნობია.[5]
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AnyDecentMusic? | 4/10[33] |
Metacritic | 50/100[34] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
The A.V. Club | D+[35] |
AllMusic | [36] |
Consequence of Sound | F[37] |
The Guardian | [1] |
HipHopDX | [38] |
The Daily Telegraph | [39] |
NME | [40] |
Paste | 6.8/10[41] |
Pitchfork | 5/10[42] |
Rolling Stone | [43] |
Revival-ს გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მრავალფეროვანი შეფასებები ხვდა წილად. Metacritic-ზე, რომელზეც საშუალო ქულები ითვლება 100 მიმოხილვის მიხედვით, ალბომი ფლობს 50 ქულას 19 კრიტიკული განხილვის საფუძველზე, რაც ნიშნავს „ძირითადად კეთილგანწყობილ მიმოხილვებს.“[34] დონ ნიდემი (The Guardian) კრიტიკულად განიხილავს ალბომის პროდიუსერულ მხარეს და თემებს: „ემინემი ფიქრობს, რომ მისი სიტყვიერი მარაგის ჯადოსნური ყუთი დაფარავს რომელიმე თანმხლები სიმღერის სისუსტეს, მაგრამ უკანასკნელმა ალბომებმა საპირისპირო დაამტკიცეს“[1]. დადებით მიმოხილვა ენდი გილი (The Independent) კომპლიმენტებით აღწერს ალბომის ტექსტების თემებს: „საბოლოო ჯამში, ყველაფერი ემინემია, და არსად არის უფრო დინამიკური, ვიდრე შეშლილ თვითშემფასებელ „Offended“-ში, სადაც, გარდა ყველაფრისა, აღნიშნავს, რომ თუკი დაწერაზე დახარჯულ დროს ჩავთვლით, იგი მცირე შემოსავლის მქონე მუშაკი იქნებოდა – ოდნავ აბსურდული განცხადებაა, მაგრამ მას მალევე ხაზს უსვამს სიმამაცით გაჯერებული სწრაფი რეპ-ბუტბუტი, და დაგაფიქრებს არა იმაზე, თუ რამდენი დასჭირდა მის დაწერას, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს იგი ასეთი რთულად წარმოსათქმელი ნაკადის ასე სრულყოფილად წარმოთქმას“.[44] ნიკ მაკ-კორმიკი (The Daily Telegraph) აღნიშნავს, რომ Revival „გვიჩვენებს ემინემს საუკეთესო, ანუ გამოუსწორებელ, დაუმარცხებელ და ხოლმე აუტანელ ფორმაში“.[39]
The Irish Times თავის მიმოხილვაში შეჯამების სახით წერდა, რომ Revival „არის ოდნავ უფრო წარმტაცი, ვიდრე წინა ნამუშევრები, მაგრამ არა მათზე სასიამოვნო. კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალება ემინემმა ხელიდან გაუშვა. შესაძლოა, ვეღარასოდეს შეძლებს.“[2] უფრო ულმობელ მიმოხილვაში ჯონ კარამანიკა (The New York Times) აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს „ალბათ საუკეთესოა მისი უკანასკნელი ალბომებიდან“, ემინემი არ აქცევს ყურადღებას ჰიპ-ჰოპის ზოგადი ჟღერადობის ევოლუციას და „ზედმეტად არის მიჯაჭვული საკუთარ ესთეტიკაზე“.[45]
Revival-ის ემინემის წინა ალბომების შედარებისას მეთიუ ესმაილ რუისი (Pitchfork) წერდა, რომ „მუსიკალურად Revival არ განსხვავდება, სავსეა პიანინოზე აგებული ბალადებით და პოპ-ვარსკვლავებით, რომლებიც მისი კატალოგის ყველაზე ცინიკურ კომერციულ ასპექტებს ეხმაურებიან. შოკის მომგვრელია არა ალბომის ბანალური ჰუკები ან შემზარავი იუმორი (რომელის მასში საკმაოდ ბევრია), არამედ მომენტები, როდესაც მისი, როგორც ადამიანის, განვითარება ყველაზე აშკარაა“. შეჯამების სახით ავტორი აღნიშნავს, რომ „Revival არის ემინემის გვიანდელი კარიერის მორიგი ალბომი, რომელსაც მის შემოქმედებაში ცოტა რამ შეაქვს.“[42]
Revival გამოსვლისთანავე ბრიტანეთში გაიყიდა ალბომის 132 000 ასლი – ეს იყო წლის მეორე ყველაზე დიდი წარმატება ედ შირანის ÷-ის შემდეგ. რეპერისთვის ეს იყო ზედიზედ რიგით მერვე #1 ალბომი.[6] იგი აგრეთვე არის მისი ზედიზედ რიგით მერვე, რომელიც აშშ-ის Billboard 200-ში 197 000 გაყიდული ასლით მოხვდა. შედეგად, ემინემი იყო პირველი შემსრულებელი, რომლის ზედიზედ რვა ალბომიდან ყოველ სადებიუტო კვირაში პირველ ადგილს იკავებდა.[46] Revival აგრეთვე მოხვდა ავსტრალიის ჩარტის #1 პოზიციაზე და ემინემისთვის იყო მეცხრე მოხვედრა ARIA-ს ჩარტში, ისევე, როგორც ქვეყნის ისტორიაში რიგით 815-ე ალბომი, რომელიც მოხვდა უმაღლეს პოზიციაზე და 459-ე, რომელიც გამოსვლისთანავე ამ პოზიციას იკავებდა.[47]
პერსონალი მითითებულია Tidal-ის მიხედვით.
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | პროდიუსერ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Walk on Water“ (ბიონსე ნოულსის მონაწილეობით) |
| 5:04 | |
2. | „Believe“ |
| 5:15 | |
3. | „Chloraseptic“ (Phresher-ის მონაწილეობით) |
| Mr. Porter | 5:01 |
4. | „Untouchable“ |
|
| 6:10 |
5. | „River“ (ედ შირანის მონაწილეობით) |
| ჰეინი | 3:41 |
6. | „Remind Me (Intro)“ |
|
| 0:26 |
7. | „Remind Me“ |
| რუბინი | 3:45 |
8. | „Revival (Interlude)“ |
|
| 0:51 |
9. | „Like Home“ (ალიშა კისის მონაწილეობით) |
|
| 4:05 |
10. | „Bad Husband“ (X Ambassadors-ის მონაწილეობით) |
|
| 4:47 |
11. | „Tragic Endings“ (სკაილარ გრეის მონაწილეობით) |
| Alex da Kid | 4:12 |
12. | „Framed“ |
|
| 4:13 |
13. | „Nowhere Fast“ (კეილანის მონაწილეობით) |
|
| 4:24 |
14. | „Heat“ |
| რუბინი | 4:10 |
15. | „Offended“ |
|
| 5:20 |
16. | „Need Me“ (პინკის მონაწილეობით) |
| Alex da Kid | 4:25 |
17. | „In Your Head“ |
| Scram Jones | 3:02 |
18. | „Castle“ |
| DJ Khalil | 4:14 |
19. | „Arose“ |
| რუბინი | 4:34 |
საერთო ხანგრძლივობა: | 77:39 |
პერსონალის სია მითითებულია ალბომის ანოტაციების მიხედვით.[48]
|
|
ჩარტი (2017) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (ARIA)[49] | 1 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[50] | 6 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[51] | 20 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[52] | 1 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[53] | 1 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[54] | 2 |
ირლანდიის ალბომები (IRMA)[55] | 3 |
იტალიის ალბომები (FIMI)[56] | 7 |
ახალი ზელანდიის ალბომები (RMNZ)[57] | 3 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[58] | 1 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[59] | 2 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[60] | 2 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[61] | 1 |
აშშ Billboard 200[46] | 1 |
ქვეყანა | თარიღი | ფორმატი | ლეიბლი |
---|---|---|---|
სხვადასხვა | 15 დეკემბერი, 2017 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.