ყვითელი საჩეჩელა (ლათ. Ramaria flava) — სოკოს სახეობა ძარღვასოკოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

სწრაფი ფაქტები ყვითელი საჩეჩელა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ყვითელი საჩეჩელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ძარღვასოკოსნაირნი
ოჯახი:  ძარღვასოკოსებრნი
გვარი:  რამარია
სახეობა:  ყვითელი საჩეჩელა
ლათინური სახელი
Ramaria flava (Schaeff.) Quél. (1888)
დახურვა

საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი და ნორჩი ეგზემპლარები. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე, ერთეულებად ან ჯგუფებად.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1763 წელს როგორც Clararia flava.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა იტალიელმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1888 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Coralloides flavus Tourn. (1700) ex Battarra (1755)
  • Clavaria flava Schaeff. (1774)
  • Corallium flavum  (Schaeff.) G.Hahn (1883)
  • Ramaria flavobrunnescens var. aurea (Coker) Corner 1950

აღწერა

ნაყოფსხეული 10-20 სმ სიმაღლის და 10-15 სმ დიამეტრის, ბუჩქივით დატოტვლილი; ტოტები მოკლე, თანაბარი და მჭიდროდ განლაგებული,[3] ირმის რქისებრი, ბოლოები ორადაა გაყოფილი, ბლაგვი წვერით.[4] ტოტები ღია-მოყვითალო ნაცერისფერ-ყვითლამდე, ასაკში კრემისფერ-ჟანგმიწისფერი. თითის დაჭერისას მოწითალო ფერს იღებს.

ფეხი – მოკლე და სქელი, სიგრძე — 4-6,5 სმ, სისქე — 3,5-5 სმ, ხორცოვანი, მასიური, ქვედა მხარე მოთეთრო ფერის, ზედა მხარე — მოყვითალო, ძირისკენ შევიწროებული.

რბილობი — მოთეთრო, მყიფე, მოგვიანებით უხეშდება, ნორჩობაში ახასიათებს მოტკბო სუნი და სასიამოვნო გემო, მოგვიანებით მწარდება. გადატეხისას ფერს არ იცვლის.

სპორების ფხვნილი — ჟანგმიწისფერ-ყვითელი. სპორები — ცილინდრული, ხორკლიანი, 8-15 x 3-6 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია

იზრდება ნიადაგზე, ერთეულებად ან ჯგუფებად, ტენიან, დაჩრდილულ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის ნაძვთან და წიფელთან.[5]

გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა. ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია კანადა, აშშ-სა და მექსიკაში,[6] სამხრეთ ამერიკაშიკოლუმბია, ჩილე და ბრაზილია, ევროპაში, თითქმის ყველგან[6], მათ შორის საქართველოში.[7] აფრიკაში დაფიქსირებულია ტოგოში. აზიაშირუსეთი, კორეა და იაპონია, [8] ავსტრალაზიაშიავსტრალია და პაპუა ახალი გვინეა. [8]

სოკო შეტანილია პოლონეთისა და გერმანიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში. [9][10]

სეზონი — ივლისიდან ოქტომბრამდე.[11][12]

კვებითი ღირებულება

იჭმევა ახალი, მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები, სანამ რბილობი გაუხეშდება. გადაბერებული ნაყოფსხეული მომწაროა, გამწარებას კი იწყებს წვეროებიდან. აგრეთვე გამოიყენება გამხმარი, დამარილებული და ცხიმში დამარინადებული. დამარილებამდე ან დამარინადებამდე აუცილებელია სოკოს 15 წუთით წამოდუღება. (ნახარში წყალი უნდა გადაიღვაროს). მისგან ამზადებენ წვნიან კერძებს. შესაძლებელია გაყინვაც.

გამოუცდელ მესოკოვეს ყვითელი საჩეჩელა შესაძლოა აერიოს რამდენიმე შხამიან სახეობაში, მაგალითად როგორიცაა მოვარდისფრო საჩეჩელა, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას (დიარეა, ღებინება, გულისრეავა, ძლიერი მუცლის ტკივილი და ა.შ.).

სინონიმები

ქართული სინონიმები:ქართული სინონიმები:[7]

მსგავსი სახეობები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.