მეტალიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მეტალიკა (ინგლ. Metallica წარმოითქმის /mʉˈtælɨkə/ ( მოსმენა)) — ამერიკული მეტალ-ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში, აშშ, ჯეიმზ ჰეტფილდისა (რიტმული გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხის (დასარტყმელი საკრავები) მიერ და დაარსებიდან დღემდე დაფუძნებული სან-ფრანცისკოში.[1][2]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მეტალიკა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მეტალიკა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მეტალიკა | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა ლონდონში, 2017. მარცხნიდან: ლარს ულრიხი, ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი და რობერტ ტრუჰილო | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
დისკოგრაფია | მეტალიკის დისკოგრაფია |
აქტიური | 1981– დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები | |
საიტი | metallica.com |
მეტალიკა ვიკისაწყობში |
მეტალიკის ადრინდელი ჩანაწერები შეიცავდა სწრაფ პარტიებს, ინსტრუმენტალებს, აგრესიულ მუსიკას, რამაც ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში მოაქცია ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: სლეიერი, Megadeth, ანთრაქსი.[3] 1986 წელს გამოსული ალბომი „Master of Puppets“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „მძიმე“ თრეშ მეტალის მიმდინარეობის ალბომად. ნამდვილ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა 1991 წელს ალბომის „Metallica“ გამოშვებისას მიაღწია, რომელიც „ბილბორდ 200“-ში პირველ ადგილზე მოხვდა. სხვადასხვა მიმართულების ცვლილების მიუხედავად ჯგუფი თრეშ-მეტალის სტილისტიკას დაუბრუნდა მეცხრე ალბომით Death Magnetic (2008). მისი ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ალბომი, 72 Seasons, გამოიცა 2023 წელს.
მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს 11 სტუდიური ალბომი, 8 საკონცერტო ალბომი, 3 EP, 50 მუსიკალური ვიდეო და ორმოცდაოთხი სინგლი. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა „ბილბორდ 200“-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. 2018 წლისთვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 125 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.[4]