Metallica (ალბომი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Metallica (ცნობილი როგორც „შავი ალბომი“) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის დაუსათაურებელი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც 1991 წელს გამოვიდა გაყიდვაში ლეიბლზე Elektra Records და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ჯგუფის ისტორიაში. ამ ალბომში შესულია ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციები, მათ შორის The Unforgiven, Nothing Else Matters, Enter Sandman, Wherever I May Roam და Sad but True.
Metallica | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 13 აგვისტო, 1991[1] | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი, 1990–ივნისი, 1991, სტუდია One On One, ლოს-ანჯელესი, სტუდია Little Mountain Sound Studios, და სტუდია Vancouver, ბრიტანეთის კოლუმბია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 62:31 | |||
ლეიბლი | Elektra, Vertigo, Universal | |||
პროდიუსერი |
ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
მეტალიკა — ქრონოლოგია | ||||
| ||||
მეტალიკის სტუდიური ალბომების — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Metallica | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Chicago Tribune | ![]() ![]() ![]() ![]() |
Encyclopedia of Popular Music | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Entertainment Weekly | B+[10] |
Los Angeles Times | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
MusicHound Rock | 5/5[12] |
Q | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Select | 4/5[15] |
Sputnikmusic | 3.5/5[16] |
პროდიუსირება დახვეწილია წინა ალბომებთან შედარებით. გამოკვეთილია ბას-გიტარის ხმაც. რიტმი შენელებულია და უფრო მეტი ყურადღება მელოდიურობას ეთმობა. შესულია მსოფლიოს კლასიკურ ალბომთა რიცხვში. გადაღებულია დოკუმენტური ფილმიც „Classic Albums“ სერიაში.
ალბომის გაფორმება მოიცავს შავ ფონზე ჯგუფის ნაცრისფერ ლოგოს ზედა მარცხენა კუთხეში და ასევე ნაცრისფერ დახვეულ გველს ქვედა მარჯვენა კუთხეში. გველი აღებულია ძველი ამერიკული დროშიდან, ხოლო დევიზი ამ დროშაზე Don't Tread on Me სიმღერის სახელწოდებაცაა, რომელიც ამავე ალბომშია შესული. ასეთი გაფორმება ჯეიმზმა იმით ახსნა, რომ ხალხი მუსიკით უნდა დაინტერესდეს და არა მისი გარეგნული გაფორმებით; კირკ ჰემეტის შეფასებით, ეს ალბომი არის მათი Dark Side of the Moon.
ალბომი ოთხი კვირა არ თმობდა პირველ ადგილს ბილბორდ 200-ში, მაჩვენებლით იგი მეექვსეა ჩარტის ისტორიაში (პირველი — პინკ ფლოიდის The Dark Side of the Moon). „შავი ალბომი“ მეტალიკის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომია: 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში,[17] 22 მილიონი კი მის ფარგლებს გარეთ.[18] 2004 წელს გამოშვებული იქნა ალბომი DVD-Audio ფორმატში Elektra Records-ის მიერ.
2012 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, ალბომი 16-ჯერაა შეფასებული პლატინად RIAA-ს მიერ.[19]