Death Magnetic — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეცხრე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის სექტემბერში. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც გამოვიდა ლეიბლზე Warner Bros. Records, შესაბამისად, ჯგუფი კვლავ რჩება ლეიბლზე Warner Music Group, რომელიც ფლობს კომპანიას Elektra Records. ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ ალბომის დისტრიბუციას აწარმოებს Universal Music Group, შესაბამისად ჯგუფის ლეიბლია გაერთიანებულ სამეფოში კვლავ Vertigo Records. ეს უკვე ჯგუფის მეხუთე დისკია, რომელიც ბილბორდის 200-ეულში პირდაპირ პირველ ადგილზე მოხვდა. ეს ალბომი მეტალიკის პირველია ალბომია, რომლის შექმნაში ჯგუფის ამჟამინდელ ბასისტს, რობერტ ტრუჰილოსაც მიუძღვის წვლილი. ასევე პირველი მეტალიკის ალბომია, რომელსაც რიკ რუბინმა გაუწია პროდიუსირება. მეტალიკა გახდა პირველი ჯგუფი მსოფლიოში, რომლის ხუთი თანმიყოლებით გამოშვებული ალბომი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში.[16][17][18]
სწრაფი ფაქტები Death Magnetic, სტუდიური ალბომი — მეტალიკა ...
Death Magnetic |
---|
![](//upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/09/Metallica_Death_Magnetic.jpg/230px-Metallica_Death_Magnetic.jpg) |
სტუდიური ალბომი — |
---|
გამოცემის თარიღი |
9 სექტემბერი, 2008 |
---|
ჩაიწერა |
აპრილი 2007–მაისი 2008, სტუდია Sound City, ლოს-ანჯელესი; სტუდია Shangri La, მალიბუ; და სტუდია HQ, სან რაფაელი |
---|
ჟანრი |
თრეშ მეტალი |
---|
ხანგრძლივობა |
74:46 |
---|
ლეიბლი |
Warner Bros., Vertigo, Mercury, Universal Music Japan |
---|
პროდიუსერი |
რიკ რუბინი |
---|
მეტალიკის სტუდიური ალბომების ქრონოლოგია — ქრონოლოგია |
---|
|
|
სინგლები ალბომიდან Death Magnetic |
- „The Day That Never Comes“
გამოცემის თარიღი: 21 აგვისტო, 2008[1]
- „My Apocalypse“
გამოცემის თარიღი: 26 აგვისტო, 2008
- „Cyanide“
გამოცემის თარიღი: 2 სექტემბერი, 2008
- „The Judas Kiss“
გამოცემის თარიღი: 9 სექტემბერი, 2008
- „All Nightmare Long“
გამოცემის თარიღი: 15 დეკემბერი, 2008[2]
- „Broken, Beat & Scarred“
გამოცემის თარიღი:3 აპრილი, 2009[3]
|
დახურვა
მეტი ინფორმაცია საერთო ქულები, წყარო ...
დახურვა