From Wikipedia, the free encyclopedia
Meddle — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1971 წლის 30 ოქტომბერს. ალბომი ჩაიწერა სხვადასხვა სტუდიაში, საკონცერტო ტურნეს მსვლელობასთან ერთად, 1971 წლის იანვარ–აგვისტოში.
Meddle | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 30 ოქტომბერი, 1971 | |||
ჩაიწერა | 4 იანვარი – 11 სექტემბერი, 1971[1] | |||
სტუდია | AIR Studios, ები-როუდის სტუდიები და Morgan Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:45 | |||
ლეიბლი | Harvest | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Meddle | ||||
|
რეტროსპექტიული მიმოხილვები | |
---|---|
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [2] |
Blender | |
რობერტ კრისტგოუ | B–[3] |
The Daily Telegraph | [4] |
The Great Rock Discography | 8/10[5] |
MusicHound | [6] |
Q | [7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Virgin Encyclopedia of Popular Music | [5] |
ჯგუფს ახალი ალბომისთვის არ ჰქონდა რამე სახის მასალა, ამიტომ დაიწყო მუსიკალური ექსპიმენტები, რომლებიც გადაიზარდა ალბომის მთავარ კომპოზიციაში "Echoes". მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის უფრო გვიანდელი ალბომები გამოირჩეოდნენ ცენტრალური თემით, რასაც ერთვოდა როჯერ უოტერსის მიერ შექმნილი ტექსტები, Meddle იყო ჯგუფური მცდელობა, თითო წევრის მიერ დაწერილი ტექსტით. იგი ითვლება სიდ ბარეტის გავლენის ქვეშ მყოფი პინკ ფლოიდის გარდაქმნის წერტილად.[9] გარეკანი, რომელზეც გამოსახულია წყლის ქვეშ მოთავსებული ყური, შექმნილია Hipgnosis-ის მიერ, თუმცა სტორმ თორგერსონი საბოლოო შედეგით უკმაყოფილო იყო.
ალბომი მუსიკალურმა კრიტიკოსებმა გამოსვლის შემდეგ დადებითად შეაფასეს. თუმცა, მიუხედავად ბრიტანეთში მისი კომერციული წარმატებისა, აშშ-ში, უფრო მეტად პრომო კამპანიის სუსტი მხარეების გამო, ალბომი შედარებით მცირე ტირაჟით იყიდებოდა.
ითვლება, რომ ალბომის სახელწოდება (რომელიც არ ითარგმნება) არის ორი სიტყვის – to meddle (ჩარევა) და medal (მედალი) სინთეზი. ამრიგად, ალბომის სახელწოდება დაახლოებით აღნიშნავს მედალი ჩარევისათვის.
ალბომზე მუშაობა დაიწყო ები-როუდის სტუდიებში. პროექტისთვის ცენტრალური თემის ძიებისას, ოთხეულმა სხვადასხვა სიმღერა დაწერა, რომელიც საბოლოოდ შემავსებელი მასალის როლს უფრო თამაშობდა, ვიდრე მნიშვნელოვანი სიმღერების კრებულის. რიჩარდის მიერ ფორტეპიანოზე დაკრულმა ერთადერთმა ნოტმა „Echoes“-ზე მუშაობისას ჯგუფს პირველი ბიძგი მისცა და სწორედ იგი იქცა სიმღერის შესავლის ფუძედ.
გარდა სტერეოვერსიისა, მზადდებოდა ალბომის კვადროფონიული ვერსია, რომელიც არასოდეს გამოცემულა, თუმცა, როგორც ცნობილია, სწორედ მან გაიჟღერა ალბომის პრეზენტაციისას.
ალბომში არ შესულა რამდენიმე სიმღერა. კერძოდ, ასეთები იყო „The Dark Side of the Moon“ (მოგვიანებით ეწოდა „Brain Damage“) და „One of These Days“-ის ორი დემო ვერსია. ეს დემო ვერსიები შეტანილია ბუტლეგებში და შეიცავს რადიოწამყვანის, ჯიმი იანგის, საუბრის მონტაჟს, კომპოზიციის ფონზე.
მხარე 1 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „One of These Days“ | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | მეისონი (ფრაზა) | 5:57 |
2. | „A Pillow of Winds“ | გილმორი, უოტერსი | გილმორი | 5:10 |
3. | „Fearless“ (თან სდევს You'll Never Walk Alone) | გილმორი, უოტერსი | გილმორი | 6:08 |
4. | „San Tropez“ | უოტერსი | უოტერსი | 3:43 |
5. | „Seamus“ | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | გილმორი | 2:16 |
საერთო ხანგრძლივობა: | 23:14 |
მხარე 2 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Echoes“ | რაიტი, გილმორი, უოტერსი, მეისონი | გილმორი, რაიტი | 23:29 |
საერთო ხანგრძლივობა: | 23:32 |
Echoes (1971 წ.) | |
ეს კომპოზიცია ასევე შესულია ჯგუფის 2001 წლის ალბომ Echoes: The Best of Pink Floyd-ში |
ჩარტი (1971–72) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (Kent Music Report)[10] | 24 |
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[11] | 51 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[12] | 2 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[13] | 11 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[14] | 3 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[15] | 70 |
ჩარტი (2011) | უმაღლესი პოზიცია |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[16] | 69 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[17] | 76 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
საფრანგეთი (SNEP)[18] | 2× ოქრო | 200 000* |
გერმანია (BVMI)[19] | ოქრო | 250 000^ |
იტალია (FIMI)[20] | ოქრო | 50 000* |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[21] | ოქრო | 100 000^ |
აშშ (RIAA)[22] | 2× პლატინა | 2 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.