Lost For Words (სიმღერა)
From Wikipedia, the free encyclopedia
„Lost For Words“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell.
„Lost For Words“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Division Bell | ||||
B-მხარე | „Lost For Words“ (ალბომის ვერსია) | |||
გამოსვლის თარიღი | 26 მარტი, 1994 | |||
ჩაიწერა |
1993, Astoria (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:14 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia | |||
ავტორ(ებ)ი | დეივიდ გილმორი, პოლი სემსონი | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერა აშშ-ის რადიოსთვის პრომო-სინგლის სახით გამოიცა, ალბომის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე.[1] კანადის ჩარტში სიმღერამ #53 პოზიციამდე მიაღწია.[2]
სიმღერა იწყება ჯაჭვის და კარიბჭის ხმებით. მესამე სტროფის შემდეგ გაისმის ფრაგმენტი კრივის მოედნიდან. ალბომის ბუკლეტზე, ტექსტის გვერდით მოთავსებულია მოკრივის ხელთათმანების სურათი. იგივე სურათი გამოყენებულია პრომო-სინგლზე.
ეს კომპოზიცია, ჯგუფის მოყვარულების აზრით, შეიცავს რამდენიმე მინიშნებას ჯგუფის წარსულზე, მათ შორის - როჯერ უოტერსის პიროვნებაზე. ტექსტში დეივიდ გილმორი ახსენებს, რომ იგი თავის მტრებს მეგობრობის ხელს უწვდის, „მაგრამ ისინი მკვახედ ისტუმრებენ“.
სიმღერა დროდადრო სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის ტურნეს მსვლელობისას.