From Wikipedia, the free encyclopedia
პოლი სემსონი (ინგლ. Polly Samson; დ. 29 აპრილი, 1962) — ინგლისელი ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოგრაფი, დაბადებული ლონდონში. მისი მამა დიპლომატი იყო, ხოლო დედა - ჩინური წარმოშობის მწერალი (რომელმაც დაწერა წიგნი მაო ძედუნის ჯარში მსახურობის შესახებ). რთული ბავშვობის შემდეგ პოლი შეუერთდა საგამომცემლო ინდუსტრიას, სადაც ჰითკოტ უილიამსი გაიცნო. მასთან ქორწინებისას პოლის ეყოლა შვილი ჩარლი.
პოლი სემსონი | |
---|---|
ინგლ. Polly Samson | |
დაბადების თარიღი | 29 აპრილი, 1962[1] (62 წლის) |
დაბადების ადგილი | ლონდონი |
საქმიანობა | ლირიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი, რომანისტი, სიმღერების ავტორი და პოეტი[2] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ჯილდოები | ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი |
მეუღლე | დეივიდ გილმორი |
პარტნიორ(ებ)ი | Heathcote Williams |
შვილ(ებ)ი | Romany Gilmour[3] |
საიტი | pollysamson.com |
უილიამსთან დაშორების შემდეგ პოლიმ გაიცნო პინკ ფლოიდის გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ, ჯგუფის საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას[4]. ამ ქორწინებიდან პოლის ჰყავს სამი შვილი - ჯო, გებრიელ და რომენი გილმორები[5]. ამჟამად ოჯახი ცხოვრობს დასავლეთ სასექსში.
პოლი თანამშრომლობს დევიდთან. მას ეკუთვნის პინკ ფლოიდის ალბომის The Division Bell[6] და დევიდის სოლო-ალბომების On an Island (აგრეთვე მღერის და უკრავს პიანინოზე) და Rattle That Lock სიმღერების ტექსტები. იგი აგრეთვე რამდენიმე მოთხრობის ავტორია[7]. არანაკლებ ცნობილია, როგორც ფოტოგრაფი. სემსონს აგრეთვე ეკუთვნის სიმღერის „Louder than Words“ ტექსტი (პინკ ფლოიდის ალბომიდან The Endless River[8]).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.