Astoria — ბორანი, ადაპტირებული ხმისჩამწერ სტუდიად მის მფლობელ, პინკ ფლოიდის გიტარისტ დეივიდ გილმორის მიერ. იგი მდინარეობს მდინარე თემზაზე, ჰემპტონის რაიონში, ლონდონში.

Thumb
Astoria-ს ხედი მდინარიდან
Thumb
Astoria
Thumb
Astoria

დეივიდ გილმორმა ბორანი შეიძინა 1986 წელს, ვინაიდან, მისივე თქმით, მთელი ცხოვრება გაატარა ხმისჩამწერ სტუდიებში ფანჯრების, სინათლის გარეშე.[1]

ბორანი აშენებული იქნა 1911 წელს, იმპრესარიო ფრედ კარნოსათვის, რომელსაც სურდა მდინარეზე არსებული საუკეთესო ბორანი. მისი დიზაინით აგებული იქნა ბორანი, რომელზეც 90 კაციანი ორკესტრი ეტეოდა.[2]

პინკ ფლოიდის ორი უკანასკნელი სტუდიური ალბომი, A Momentary Lapse of Reason და The Division Bell ნაწილობრივ ჩაიწერა ამ სტუდიაში, ისევე როგორც დეივიდის 2006 წლის სოლო ალბომი On an Island. სტუდია ასევე გამოყენებული იქნა ჯგუფის ალბომების Delicate Sound of Thunder და Pulse, ისევე როგორც ფილმის Pulse, ვიდეოს Remember That Night და დეივიდის 2008 წლის საკონცერტო ალბომის Live in Gdańsk ხმის მიქსისათვის.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.