From Wikipedia, the free encyclopedia
Hortiboletus rubellus — სოკოს სახეობა ჰორტიბოლეტუსის გვარისა. 2010-იან წლებამდე ხავსის სოკოს გვარში შედიოდა.
Hortiboletus rubellus | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hortiboletus rubellus (Krombh.) Simonini, Vizzini & Gelardi (2015) | |||||||||||||
|
საჭმელი სოკოა, თუმცა ხშირად ჭიანდება. იხმარება ახალი. გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიას. იზრდება ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის მუხასთან.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცმა 1836 წელს როგორც Boletus rubellus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭეს იტალიელმა მიკოლოგებმა მატეო გერალდიმ, ჯანპაოლო სიმონინიმ და ალფრედ ვიცინიმ 2015 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 5-10 სმ-მდე, ხორცოვანი, თავიდან ბალიშისებრ-ამოზნექილი, სიმწიფეში მუქი-წითელი, ხშირად მალინისფერი ან ყავისფერი ელფერით, კიდეებთან ზოგჯერ მოყვითალო. კანი არ სცილდება ქუდს,[3] თავიდან ხავერდოვან-ქეჩისებრი, სიმწიფეში ოდნავ დაბზარული.[4]
ჰიმენოფორი — (მილებიანი შრე) ყვითელი, სიმწიფეში მკრთალი მუქი ყვითელი ან ზეთისხილსფერი ელფერით. ფორები ფართე, კუთხოვანი. ხელის დაჭერისას ნელა ლურჯდება.[5]
რბილობი — თავიდან მკვრივი, მოგვიანებით რბილი, ყვითელი ფერის, გაჭრისას ან გადატეხვისას ლურჯდება. ხილის სუნითა და სასიამოვნო ოდნავ მომჟავო გემოთი. ზოგიერთი წყარო საპნის გემოს ადარებს.[6]
ფეხი — ცილინდრული ან ძირისკენ შევიწროებული, 3-10 სმ სიმაღლის და 1 სმ სიგანის, მთლიანი, ბოჭკოვანი, ფეხის ფერი ქუდის ქვემოდან ყვითელია, ხოლო ძირისკენ მალინისფერ-ვარდისფერი, მოწითალო ან წითელ-ყავისფერი, მცირე ზომის ქერცლებით.
სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი, სპორები — ელიფსისებურ-თითისტარისებრი, 10-13×4-5 მკმ. ცისტიდები მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი, 60×12,5 მკმ.
იშვიათი სოკოა. სითბომოყვარულია. იზრდება ნიადაგზე ჯგუფებად და რიგებად ფოთლოვან და შერეულ ტყეებში (ზოგჯერ პარკებსა და ბაღებში), ბალახიან ადგილებში ან ხავსზე. მიკოროზას წარმოქმნის მუხასთან, იშვიათად ცაცხვთან.
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას (აშშ, კანადა, მექსიკა, სალვადორი, ჰონდურასი) ევროპას (ესპანეთი, საფრანგეთი, ცენტრალური ევროპა, იტალია, ბრიტანეთი, სკანდინავია, პოლონეთი, უკრაინა და ა.შ.), აზიასა (რუსეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, ტაილანდი, იაპონია) და ავსტრალიას.
სოკო შეტანილია ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.
საჭმელი სოკოა. ახასიათებს სასიამოვნო სუნი და გემო, თუმცა ხშირად დაჭიანებულია. როგორც წესი, საჭმელად იხმარება ახალი. მომზადებამდე სასურველია მილებიანი შრის მოშორება მწიფე ეგზემპლარებიდან. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით ახასიათებს საპნისმაგვარი გემო.[6] გაშრობის შემდეგ მუქ ფერს იძენს.
იგი ხშირად ინფიცირდება ობის სოკოთი Hypomyces chrysospermus. ასეთი დაობებული სოკო საჭმელად უვარგისია, შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა.[9][10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.