სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ჩომეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის თემში (სოფლები: კალაგონი, მამულარი, ქვემო ხეთი, ჩომეთი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 280 მ., ჩოხატაურიდან 18 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 15 კმ., ქვემო ხეთიდან 2 კმ.
სოფელი | |
---|---|
ჩომეთი | |
ჩომეთის განძი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჭამიასერი |
კოორდინატები | 42°02′29″ ჩ. გ. 42°21′09″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 174[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
1928 წელს სოფელ ჩომეთთან აღმოჩნდა ძვ. წ. V-IV საუკუნეების კოლხური ტრიბოლების განძი, რომელიც თიხის ჭურჭელში იყო თავმოყრილი. განძი შედგებოდა 380 კოლხური ტრიბოლისა და დამტვრეული ვერცხლის სამაჯურისაგან. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია.[2] სოფელში განვითარებული იყო მევენახეობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.