შემოქმედის მონასტერი
შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმ / From Wikipedia, the free encyclopedia
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი — შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას, სამრეკლოს, გალავანს და გამოქვაბულს და მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.[1].
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
შემოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°54′27″ ჩ. გ. 42°03′47″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | შემოქმედი |
სასულიერო სტატუსი | მონასტერი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა, გუმბათოვანი ეკლესია |
თარიღდება | XIII-XIV საუკუნე XVI საუკუნე |
დეტალები | |
ტაძრის გეგმა |
დახურვა