Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მამია V გურიელი (დ. 1789 — გ. 21 ნოემბერი, 1826) — გურიის სამთავროს უკანასკნელი მთავარი 1809-1826 წლებში, სიმონ III გურიელის ძე.
მამია V გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1809 |
მმართ. დასასრული: | 1826 |
წინამორბედი: | ქაიხოსრო ბატონიშვილი |
მემკვიდრე: | სოფიო წულუკიძე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1789 |
გარდ. თარიღი: | 21 ნოემბერი, 1826 |
მეუღლე: | სოფიო წულუკიძე |
შვილები: | დავითი, ეკატერინე, ტერეზია, კოჭიბროლა, სოფიო[1] |
დინასტია: | გურიელები |
მამა: | სიმონ III გურიელი |
დედა: | მარინე წერეთელი |
1792 წელს გარდაიცვალა მამიას მამა, სიმონ III გურიელი. მაშინ მამია სამი წლის იყო. მისი აღზრდა იკისრა ბიძამ, ქაიხოსრომ, რომელიც სიმონის ქვრივთან, მარინესთან შეთანხმებით სამთავროს რეგენტის უფლებით განაგებდა 1797-1809 წლებში.
1804 წლის ელაზნაურის შეთანხმებით რუსეთიმს იმპერიამ გურია იმერეთის ნაწილად ცნო. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. რუსეთზე განაწყენებული მამია გურიელი ოსმალეთის დასახმარებლად ემზადებოდა. მის გადასაბირებლად დიდი როლი ითამაშა რუსული ორიენტაციის მქონე ნიკოლოზ II-მ, ჯუმათელმა ეპისკოპოსმა, ზურაბ წერეთელმა და ნიკო დადიანმა. მათ დაარწმუნეს გურიელი, რომ თუ რუსეთის მხარეს დაიჭერდა, მას ისეთივე საქვეშევრდომო ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, როგორც დადიანს. გურიელი, რომლისთვისაც მთავარი იმერეთისგან დამოუკიდებლობა იყო, რუსეთის მხარეს გადავიდა.[2] გურიელმა გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის ჯარემის მიერ ფოთის აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის სოლომონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1809 წლის 2 ნოემბერს მამია V გურიელი ზურგიდან თავს დაესხა გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკებულ ოსმალთა ჯარს და სრულად გაანადგურა. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ცდილობდა სოლომონის შეპყრობას. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც.
მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა[3] ითვალისწინებდა:
1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. 1811 წლის 8 აპრილს რუსეთის იმპერატორმა მამია გურიელს არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა და წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარინა დედოფალს დაენიშნა პენსია წლიურად 2000 მანეთი. რუსეთის იმპერატორის შესაბამისი „ღრამოტა“ ოქროსქედის ეკლესიაში იქნა წაკითხული. მაიორი შჩელკონჩევის მეთაურობით ორი ასეულის ჯარი და ერთი ზარბაზანი დაბანაკდა სოფელ გურიანთაში.
ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა 1813 წელს მან მიიღო წერილი სელიმ-ფაშასგან, რომელიც ასთხოვდა მოკავშირეობას და ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომობის აღიარებას.[4] 1819-1820 წლებში იმერეთისა აჯანყების დროს აჯანყების ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, ქაიხოსრო ბატონიშვილს შეაფარა თავი. ქაიხოსრო მამია გურიელის ბიძა იყო. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. მამია V გურიელმა რუსეთის მხარე დაიჭირა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო გრიგოლეთი, ნიგოზდიდი. დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.
აჯანყებულების ქონება ხაზინას გადაეცა. 1820 წლის 31 აგვისტოს მამია გურიელს ოფიციალურად აცნობეს აჯანყებულებისთვის ყმებისა და მამულების ჩამორთმევის შესახებ. ამ მამულებში ხაზინამ მოურავები დანიშნა. მოურავები რუსეთის იმპერიის მოხელები იყვნენ და იმერეთის მმართველს ემორჩილებოდნენ. ამის გამო 1821 წლის 8 და 10 იანვარს მამია გურიელმა საპროტესტო წერილებით მიმართა იმერეთის მმართველის მოვალეობის შემსრულებელს ივანე აფხაზს. გურიელი ერმოლოვის ბრძანების გაუქმებას და ჩამორთმეული მამულების მისთვის გადაცემას ითხოვდა. ერმოლოვი უარზე იყო, ის მამია გურიელის მოთაფვლას ცდილობდა და ის დააჯილდოვა წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ჯვრით, ხოლო ერმლოვისვე შუამდგომლობით მამიას ვაჟი, დავითი მონათლა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. მაგრამ მამია გურიელი გაჩერებას არ აპირებდა. საბოლოოდ ერმოლოვმა მას დაუთმო ჩამორთმეული მამულები, მაგრამ ყოფილმა მოურავებმა თანამდებობის გაუქმების საკომპენსაციოდ მიიღეს ყმები, გიორგი ნაკაშიძემ 20 კომლი, სვიმონ ერისთავმა 7 კომლი, გიგო ერისთავმა 7 კომლი, ხოლო ჩოხატაურში დარჩა რუსეთის ჯარი.
მამიას გარდაცვალების შემდეგ გურიის მთავარი მისი მცირეწლოვანი ძე დავითი გახდა, რეგენტი კი — მამიას ქვრივი სოფიო. დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში.
მამია V გურიელი ატარებდა ანტიოსმალურ პოლიტიკას. გარდაქმნა მმართველობის სისტემა. უმაღლესი მმართველი იყო გურიის მთავარი. სოფლები იმართებოდა მოურავების მიერ. სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებდა მდივანბეგი. მისი გადაწყვეტილება გურიის მთავართან საჩივრდებოდა. მთავრის გადაწყვეტილება საბოლოო იყო. მას ბოქაულთუხუცესი აღასრულებდა.
გურიელმა შემოიღო მკაცრი ანგარიშიანობა, დააწესა ბაზრობა ნაგომარში, ხელს უწყობდა შინამრეწველობის განვითარებას, ევროპულ წეს-ჩვეულებათა დანერგვას, ტექნიკური კულტურების (ინდიგო, რამი) გავრცელებას. მან პირველმა შემოიტანა ჩაი საქართველოში. დააარსა ქსენონი, სკოლა წამოიწყო დიდი საამშენებლო სამუშაოები, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას, მოიწვია შოტლანდიელი აგრონომი იაკობ მარი, რომელსაც ოზურგეთში ბაღის გაშენება დაავალა. 1823 წელს გურიელმა მოლდოვეთიდან და ვლახეთიდან მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა, ჯამბაზთა და აკრობატთა ჯგუფი ჩაიყვანა, რომელთაც გურიელისვე დაწესებულ ნაგომრის ბაზრობაზე ხალხის მიზიდვა ევალებოდათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.