სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
გრიგოლეთი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: ახალსოფელი, გრიგოლეთი, სუფსა, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა).
სოფელი | |
---|---|
გრიგოლეთი | |
ტიპური კოტეჯები გრიგოლეთში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სუფსა |
კოორდინატები | 42°02′13″ ჩ. გ. 41°44′21″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 3 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 286[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 82,5 % რუსები 15,0 % აზერბაიჯანელები 1,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს გურიის დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 3 მ. ლანჩხუთიდან 25 კმ., სუფსიდან 7 კმ, ურეკიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 6 კმ. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2. სოფელში დგას გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი. სოფლის ტერიტორიაზე არის ტორფის საბადო.
გრიგოლეთი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა სუბტროპიკულია. იცის რბილი და უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2 °C) და ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,2 °C). ნალექები 1770 მმ წელიწადში. ზამთარში ქრის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. კურორტს გააჩნია პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური და ნევროლოგიური პროფილი.
გრიგოლეთი დატანილია 1497 წლის რუკაზე, 1711 წლის რუსულ რუკაზე და 1737 წლის იმერეთის სამეფოს რუკაზე. 1614 წელს გრიგოლეთში ჩავიდნენ იეზუიტი მისიონერები ლუი გრანჟე და ეტიენ ვიო, რომლებიც შემდეგ ეწვივნენ გურიის მთავარს მამია II გურიელს.[2]
XVIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV გურიელმა წყალობის წიგნით ბეჟია, მამუკა და პეპე თავართქილაძეებს უბოძა გრიგოლეთის მებაჟეობა.
თავართქილაძეებს მებაჟეობის უფლება დაუდასტურა გიორგი IV-ის მემკვიდრე მამია IV გურიელმაც, მაგრამ უკვე გიორგი V გურიელის დროს, 1784 წელს მდინარე სუფსის მარჯვენა მხარე საბატონიშვილოდ გამოეყო ვახტანგ III გურიელს. ვახტანგისა და შემდეგ, მისი შვილის, დავითის იყო ნავების საბაჟო შემოსავალი გრიგოლეთსა და მალთაყვაში. 1788-92 წლებში სიმონ III გურიელმა კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლის, ერმენის მებაჟეობა. აკრეფილი გადასახადებიდან ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ.
1805 წელს გურიაში იმოგზაურა რუსმა ოფიცერმა ლაშქარევმა, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე ნავმისადგომის შერჩევა ევალებოდა. ლაშქარევი იმყოფებოდა გრიგოლეთში, რადგან პავლე ციციანოვს აინტერესებდა, გამოდგებოდა თუ არა გრიგოლეთი ნავმისადგომის მოსაწყობად, რომ რუსეთის გემები ზამთარში იქ შესულიყვნენ. ლაშქარევმა გრიგოლეთის სანაპირო ნავმისადგომის მოსაწყობად შეუფერებლად ცნო. 1820 წელს გრიგოლეთის კოშკები გაანადგურეს 1820 წლის იმერეთის აჯანყებაში დამარცხებულებმა.[3] 1841 წლის 20-23 აგვისტოს გრიგოლეთში, დედაბერას წყლებთან გაიმართა ბრძოლა გურულ აჯანყებულებსა და ოდიშის სამთავროს მილიციას შორის, რომელსაც დავით დადიანი მეთაურობდა. ბრძოლა გურულთა გამარჯვებით დასრულდა. 1886 წელს გრიგოლეთში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ფრანგი არქეოლოგი ჟან მურიე.[4] რუსეთის იმპერიის პერიოდში გრიგოლეთი ჩოჩხათის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1918 წლიდან სოფელში დასახლდნენ ძველმართლმადიდებლები.[5]
საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა თევზის მეურნეობა. 1949 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთიდან ფოთამდე გურიის საზღვაო ზოლში საკურორტო ზოლის მოწყობის შესახებ, 50 კმ სიგრძის მანძილზე გაშენდა ბიჭვინთის ფიჭვის კორომი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.