From Wikipedia, the free encyclopedia
შემოქმედის მაცხოვრის ხატი — მაცხოვრის, ოქროს პერანგიანი ხატი (0,45x0,34 მ.) შემოქმედის მონასტრიდან. თარიღდება XVII საუკუნით.
1873 წელს ხატი პირველად ინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ, ხოლო 1890 წელს თავის შრომაში ნიკოდიმ კონდაკოვმაც შეიტანა. ხატი ასევე წარმოადგენს დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის ნაწილს (№126 და 13464). ხატზე მოხსენიებულნი არიან: გიორგი II გურიელი, მისი მეუღლე ელენე და ძე მამია II გურიელი, ასევე შემოქმედის წინამძღვარი სერაპიონი (მაჭუტაძე), შემოქმედელი მალაქია ბატონიშვილი, შემოქმედელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იაკობი (დუმბაძე), იესე კანდელაკი და გულშან ცეცხლაძის ასული.
ხატზე წინიდან ქვედა მხარეს იკითხებოდა შემდეგი ასომთავრული წარწერა:
ხოლო უკანა მხარეს ეწერა ასევე ასომთავრულად:
ცენტრში მოთავსებულ მაცხოვრის ხატზე ხეზე იყო შემდეგი მხედრული წარწერა:
შემოქმედის მაცხოვრის ხატზე ასევე იყო შემდეგი წარწერები:
„ღვთაებისა უცვალო ხატო იხსენ წახდენისა და წაწყმედისა შემოქმედელ მიტროპოლიტი იაკობ დუმბაძე და ძმა მისი კანდელაკი იესე მეუღლითურთ და ძით და რძლით და ასულითურთ. ამინ.“ |
და
„ႶႭ჻ ႸႤ჻ ႢႳႪႸႠႬ჻ ႺႤႺႾႪႠႻႨႱ჻ ႠႱႳႪႨ჻ ႠႬ჻“ | |
(ღმერთო შეიწყალე გულშან ცეცხლაძის ასული ამინ.) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.