გერმანელი ფილოსოფოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე (გერმ. Friedrich Wilhelm Nietzsche; დ. 15 ოქტომბერი, 1844 — გ. 25 აგვისტო, 1900) — XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურასა და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.
ფრიდრიხ ნიცშე | |
---|---|
გერმ. Friedrich Nietzsche | |
დაბ. თარიღი | 15 ოქტომბერი, 1844[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
დაბ. ადგილი | რეკენი, Province of Saxony, პრუსიის სამეფო[20] |
გარდ. თარიღი | 25 აგვისტო, 1900[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | ვაიმარი, საქსონია-ვაიმარ-აიზენახი, გერმანიის იმპერია[20] [21] |
დასაფლავებულია | Lützen |
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო[22] [22] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[1] [18] [19] [21] , პოეტი, მწერალი[1] [18] [19] [23] [21] , კომპოზიტორი[21] , პედაგოგი, კლასიკური ფილოლოგი[21] , მუსიკალური კრიტიკოსი, classical scholar და დრამატურგი[21] |
მუშაობის ადგილი | ბაზელის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბონის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, Domgymnasium Naumburg და Landesschule Pforta |
განთქმული მოსწავლეები | რუდოლფ შტაინერი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
მეუღლე | |
მამა | კარლ ლუდვიგ ნიცშე |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | pacelli-edition.de/Biographie/14013[21] |
პირდაპირ და უხეშად უპირისპირდებოდა იმანუელ კანტის ფილოსოფიას. განსაკუთრებულ ზიზღს გრძნობდა და ავლენდა პლატონიზმის მიმდევრების მიმართ.[georgian 1]
ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ რეკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ჰყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ, 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.
ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში, სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგს და უილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ, რაც მან გამოავლინა სპეციფიკური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ნიცშე დამეგობრდა პოლ დოუსენთან და კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებსა და მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციულ გლეხურ გარემოცვასთან.
1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ ნიცშე და დოუსენი გახდნენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის „ქრისტეს ცხოვრებას“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს „ბედი და ისტორიაში“ წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას.
ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლზე, რომელსაც მას უკითხავდა პროფესორი ფრიდრიხ უილჰემ რითშელი, ხოლო შემდეგ წელს ის გადაყვა პროფესორს ლაიპციგის უნივერსიტეტში. იქ ნიცშე გახდა თანაკურსელი ერვინ როდეს ახლო მეგობარი. მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები.
1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს „მატერიალიზმის ისტორია“. ორივე ავტორმა იქონია გავლენა მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტის არამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე. ხოლო მისი კულტურული გარემოცვა კარნახობდა მას გაეფართოებინა ფილოლოგიის ცოდნა და ფილოსოფიური გამოკვლევა გაეგრძელებინა.
1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში. მაგრამ უბედურმა შემთხვევამ 1868 წლის მარტში ის გამოუდეგარი გახადა ჯარში სამსახუროდ. ამის შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს.
რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო. იგი დასთანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არც ერთი ქვეყნის მოქალაქე.
მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ ცოტა ხნის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მას ასევე შეეყარა დიფტერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის, რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა. 1870 წელს დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა „ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია“. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მეგობრობდა მთელი ცხოვრება. აფრიკამ სპირი, ნაკლებად ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ავტორი ნაწარმოების „ფიქრი და რეალობა“ (1873) და მისი კოლეგა, ისტორიკოსი ჯაკობ ბურქჰარდთი - ნიცშე ხშირად აკვირდებოდა მათ ლექციებს, და ეს ლექციები ახდენდა მასზე გავლენას.
ნიცშე იცნობდა რიხარდ ვაგნერს და ცოტა ხნის შემდეგ გაიცნო მისი ცოლიც - ქოსიმა. ნიცშე ორივეს დიდ პატივს ცემდა და ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ვაგნერმა ის ყველაზე ახლო წრეში მიიღო. ქოსიმა ვაგნერს, 1870 წლის დაბადების დღეზე ნიცშემ აჩუქა ხელნაწერი „ტრაგიკული იდეის წარმომავლობა“. 1872 წელს ნიცშემ გამოსცა პირველი წიგნი „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“. მისმა კოლეგებმა კლასიკური ფილოლოგიის დარგში, რითშელის ჩათვლით, ენთუზიაზმი გამოხატეს ამ ნაშრომზე. პოლემიკაში „მომავალის ფილოლოგია“ ულრიხ ფონ ვილამოვიტც-მოელენდორფმა გააკრიტიკა წიგნი და ამით მოიუტანა პოპულარობა. როდემ და ვაგნერმა დაიცვეს ნიცშე. ნიცშე შეეცადა თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, თუმცა უშედეგოდ.
ღმერთის სიკვდილის თემას ნიცშეს ფილოსოფიაში შემოაქვს ტრაგიკული მოტივები. იდეალური სამყარო დაინგრა - ეს ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას გამოეცალა საყრდენი, ადამიანი რჩება ორიენტირების გარეშე. ღმერთი მოკვდა, ღმერთის არსებობით გამართლებული ღირებულებები, რომელთაც ადამიანი აქამდე ეთაყვანებოდა, კარგავს თავის ფასს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ კართან მომდგარია „ყველა სტუმართაგან ყველაზე შემზარავი“ - ნიჰილიზმი. ნიჰილიზმის აღმოცენება ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი ღირებულებები უფასურდებიან. ნიჰილიზმი, ნიცშეს მიხედვით, არის „არას“ თქმა ყველაფერზე, რაც ძველად აზრს აძლევდა სამყაროსა და ადამიანის სიცოცხლეს. ნიჰილიზმში ვლინდება იმედის გაცრუება ოპტიმიზმით სავსე შეხედულებათა მიმართ, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ სამყაროს ქმნადობაში ხორციელდება მაღალი მიზანი, რომ სამყაროსეული პროცესი არის მოძრაობა უმაღლესი ზნეობრივი კანონის რეალიზაციის, სიყვარულის ზრდის, საყოველთაო ბედნიერებასთან მიახლოების გზით: ნიჰილიზმის ფორმაში ევროპა საბოლოოდ ეთხოვება საზოგადოების პროგრესის ძველ რწმენას, რომლის თანახმად უმაღლესი სიკეთე თუ ბედნიერება ფატალური აუცილებლობით იკვალავს გზას კაცობრიობის ისტორიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.