From Wikipedia, the free encyclopedia
სიფილისი (Siphylis) ქართულად — ათაშანგი. ევროპაში იგი 1493 წლამდე ცნობილი არ იყო. ფაქტია, რომ კოლუმბის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი აქტიურად მონაწილეობდა ფრანგი მეფის, შარლ VII-ის იტალიაში შეჭრაში 1494 წელს და სწორედ ამ დროს, ამ ქვეყანაში დაიწყო აღნიშნული დაავადების ეპიდემია. სიფილისის გამომწვევია გრძელი, სპირალურად დახვეული ბაქტერია. – Treponema pallidum.
სიფილისი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||
| |||||
ლათინური სახელი | |||||
siphylis | |||||
|
სიფილისი ტიპური ანთროპონოზური დაავადებაა. ავადდებიან მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ბაქტერიის რეზერვუარს წარმოადგენენ. აღნიშნული ბაქტერია ორგანიზმში ჩვეულებრივ შეიჭრება სქესობრივი აქტის დროს. შესაძლებელია აგრეთვე შემთხვევითი დასენიანებაც არაპირდაპირი გზით, მაგალითად კოცნისას.
სიფილისი გადის განვითარების 3 სტადიას. პირველადი სიფილისის დროს, დასენიანებიდან 10–30 დღის შემდეგ, გარეგან სასქესო ორგანოებზე წარმოიქმნება ზედაპირული, მცირე ზომის წყლული. დაავადების მეორე სტადიაზე ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსზე ჩნდება გამონაყარი. ამ პერიოდში ავადმყოფი ძალზე სენგადამდებია. მესამეული სიფილისის დროს სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში ვითარდება გუმი. აღნიშნულ სტადიაზე განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, რასაც საბოლოო ჯამში ავადმყოფი მიჰყავს დამბლამდე და ფსიქიკის მოშლამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.