Remove ads
რუსი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ლევ ისააკის ძე შესტოვი (რუს. Лев Исаа́кович Шесто́в) დაბადაბისას იეჰუდა ლეიბ შვარცმანი (რუს. Иегуда Лейб Шварцман) (დ. 12 თებერვალი [ძვ. სტ. 31 იანვარი] 1866, კიევი — გ. 19 ნოემბერი, 1938, პარიზი) — უკრაინელი/რუსი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი.
ლევ შესტოვი | |
---|---|
რუს. Лев Исаакович Шестов | |
დაბ. თარიღი | 24 იანვარი (5 თებერვალი), 1866 |
დაბ. ადგილი | კიევი, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 19 ნოემბერი, 1938 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | Cimetière de l'avenue Pierre-Grenier |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რსფსრ შვეიცარია საფრანგეთი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი[2] და ლიტერატურის ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | პარიზის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი და წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | university candidate |
შვილ(ებ)ი | Nathalie Baranoff |
გავლენა მოახდინეს | |
შესტოვი დაიბადა ლევ ისააკის ძე შვარცმანის სახელით კიევში, ებრაულ ოჯახში. განათლების მიღება სხვადასხვა ადგილებში მოუხდა, რადგან ხშირად მოსდიოდა უთანხმოება სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან. შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამართალსა და მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ სტუდენტთა ინსპექტორთან შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა კიევში დაბრუნებულიყო და სწავლა იქ დაესრულებინა. დისერტაციის საფუძველზე შესტოვი სამართლის დოქტორი ვერ გახდა, რადგან მასში გამოსჭვიოდა მისი რევოლუციური ტენდენციები. 1898 წელს ის შევიდა მოწინავე რუს ინტელექტუალთა და ხელოვანთა წრეში, სადაც გაწევრიანებულნი იყვნენ ნიკოლოზ ბერდიაევი, სერგეი დიაგილევი, დიმიტრი მერეჟკოვსკი და ვასილი როზანოვი. შესტოვი წრის მიერ დაარსებული ჟურნალისთვის სტატიებს წერდა. ამ პერიოდში მან დაასრულა თავისი პირველი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომი — „სარგებელი ტოლსტოისა და ნიცშეს სწავლებაში: ფილოსოფია და ქადაგება.“ სათაურში მოხსენიებულმა ორივე ავტორმა შესტოვის აზროვნებაზე ძირეული გავლენა მოახდინა.
ეს აზროვნება მან განავითარა თავის მეორე წიგნში ფიოდორ დოსტოევსკისა და ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ, რომელმაც გაზარდა შესტოვის რეპუტაცია, როგორც ორიგინალური და გამჭრიახი მოაზროვნისა. 1905 წელს გამოცემულ წიგნში „ყველაფერი შესაძლებელია“ შესტოვმა გადაიღო ნიცშეს აფორიზმული სტილი. ამ წიგნში შესტოვმა ასეთ გამოსავლად მონახა რელიგია, რაციონალიზმი და მეცნიერება, საკითხები, რომლებიც მან შემდეგ ნაშრომებში კიდევ უფრო განავითარა.
მიუხედავად ყველაფრისა, შესტოვის ნაშრომები მიუღებლად მიაჩნდათ მის ზოგიერთ უახლოეს რუს მეგობრებს. შესტოვის ნამუშევრებს ბევრი გონებასა და მეტაფიზიკაზე უარის თქმად მიიჩნევდა, ნიჰილიზმთან თითქმის გათანაბრებულად. თუმცა, მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან დეივიდ ჰერბერტ ლორენსი და თავის მეგობარი ჟორჟ ბატაი.
1908 წელს შესტოვი გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში გადავიდა და იცხოვრა 1910 წლამდე, ამის შემდეგ კი შვეიცარიის პატარა სოფელ კოპეში გადასახლდა. ამ პერიოდში მწერალმა ნაყოფიერად იმუშავა. აქ დაწერილ ნაშრომებს შორის იყო „დიდი სიფხიზლე“ და „კალმის უკანასკნელი სიტყვები“. 1915 წელს ის მოსკოვში დაბრუნდა. ამავე წელს, მისი ვაჟი სერგეი გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. მოსკოვში ყოფნის პერიოდში, მისი შრომები კიდევ უფრო მეტად მოექცა რელიგიური და თეოლოგიური საკითხის გავლენის ქვეშ. 1917 წელს ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, შესტოვის ცხოვრება გართულდა. მარქსისტები მას აიძულებდნენ თავისი ახალი ნაშრომის Potestas Clavium-ის შესავლად გაეკეთებინა მარქსიზმის დოქტრინის დამცველი ტექსტი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გამოქვეყნდებოდა. შესტოვმა ამაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ხელმძღვანელობის ნებართვით, კიევის უნივერსიტეტში ბერძნულ ფილოსოფიაზე ლექციების კითხვა დაიწყო.
1921 წელს შესტოვის უკმაყოფილებამ საბჭოთა რეჟიმის მიმართ აიძულა იგი რუსეთის ფარგლებს გარეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში წასულიყო და მწერალი უმალ გაემგზავრა საფრანგეთში. ამ ქვეყანაში იგი საკმაოდ პოპულარული ფიგურა გახდა, უმალ აღიარეს მისი ორიგინალურობა. სულ მალე პარიზში შესტოვი დაუმეგობრდა ახალგაზრდა ჟორჟ ბატაის, რომელზეც მან გავლენა მოახდინა. მას საფრანგეთის პრესტიჟულ ფილოსოფიურ ჟურნალში მასალების გამოქვეყნების უფლებაც კი მისცეს. მსოფლიო ომებს შორის წლებში, შესტოვი აგრძელებს განვითარებას და ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის მოაზროვნედ ყალიბდება. ამავე პერიოდში, შესტოვი მთლიანად გადაეშვა ისეთი დიადი თეოლოგების შესწავლაში, როგორებიც იყვნენ ბლეზ პასკალი და პლოტინუსი, პარალელურად კი 1925 წელს ლექციების კითხვას იწყებს სორბონის უნივერსიტეტში. 1926 მან გაიცნო გერმანელი ფილოსოფოსი ედმუნდ ჰუსერლი, რომელთანაც გულითადი ურთიერთობა დაამყარა, მიუხედავად მათი რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიური ხედვებისა. 1929 წელს, როდესაც შესტოვი ფრაიბურგში დაბრუნდა, ის კვლავ ხვდება ჰურსელს და იძულებული ხდება შეისწავლოს დანიელი ფილოსოფოსი სიორენ კირკეგორი.[3]
კირკეგორის აღმოჩენის შემდეგ, შესტოვი აანალიზებს, რომ მათ ფილოსოფიაში დიდი მსგავსებაა, მაგალითად იდეალიზმის უარყოფასა და იმის რწმენაში, რომ ადამიანს შეუძლია მაქსიმალური ცოდნა შეიძინოს უფრო მეტად დაუსაბუთებელი სუბიექტურობისგან, ვიდრე ობიექტური მიზეზისა და მტკიცებულებისგან. თუმცა, შესტოვი შენიშნავს, რომ კირკეგორი ამ ხაზს სათანადოდ არ ავითარებს. ამ ტენდენციის შედეგები ასახულია 1936 წელს გამოქვეყნებულ მის ნაშრომში „კირკეგორი და ეგზისტენციალური ფილოსოფია: ხმა უდაბნოში“, რომელიც ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის ფუნდამენტურ ნაშრომად ითვლება.
მიუხედავად ფიზიკური დასუსტებისა, შესტოვი მაინც აგრძელებს შეუჩერებელ მუშაობას და საბოლოოდ ასრულებს თავის magnum opus-ს — „ათენი და იერუსალიმი“. ამ ნაშრომში ის იკვლევს დიქტომიას თავისუფლებასა და გონებას შორის და ასკვნის, რომ ფილოსოფიის დისციპლინაში გონების უარყოფა შესაძლებელია. გარდა ამისა, შესტოვი აღწერს იმ საშუალებებს, რომელთა საშუალებითაც მეცნიერულმა მეთოდებმა შექმნა ფილოსოფია და მეცნიერული შეუთავსებელობა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებამ თავად მოახდინა ურთიერთქმედება ემპირიული დაკვირვებებით, მაშინ, როდესაც (შესტოვის მტკიცებით) ფილოსოფია კავშირში უნდა იყოს თავისუფლებასთან, ღმერთთან და უკვდავებასთან — საკითხებთან, რომელთა გადაჭრაც მეცნიერებას არ შეუძლია.
1938 წელს, საკუთარ სახლში არდადეგების დროს შესტოვი მძიმედ გახდა ავად. ამ პერიოდშიც კი, ის განაგრძობს მუშაობას, ძირითადად ინდურ ფილოსოფიასა და თავის თანამედროვე, ახლად გარდაცვლილი ედმუნდ ჰუსერლის ნაშრომებზე. სულ მალე, შესტოვი პარიზის კლინიკაში გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.